Digest Logo

რამდენად სასარგებლოა ახალი კარტოფილი და როგორ მივცეთ ეს ბავშვს? - ეს უნდა იცოდეთ

1778050979
ახალი კარტოფილი

ახალი კარტოფილი, რომელიც ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ახალი კარტოფილი კამით ძალიან ბევრი ოჯახის საყვარელი კერძია, თუმცა ხშირად ჩნდება კითხვები: რამდენად სასარგებლოა ახალი კარტოფილი, რომელი უფრო სასარგებლოა, ძველი თუ ახალშემოსული?

ახალი კარტოფილი

ახალი კარტოფილი წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელიც მდიდარია რთული ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიტამინი C, რომლის შემცველობა ახალ კარტოფილში შედარებით მაღალია ძველთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია კალიუმი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში მონაწილეობს და ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას.

გარდა ამისა, ახალი კარტოფილი B ჯგუფის ვიტამინებს, მცირე რაოდენობით ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტურ ნაერთებს შეიცავს. 

„ახალი კარტოფილის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ გვაქვს უნიკალური საშუალება, ძალიან ადვილად შეთვისებად ნახშირწყალთან ერთად, მივიღოთ დიდი რაოდენობით კალიუმი, იმიტომ, რომ ახალ კარტოფილს ეს ნიადაგიდან მაქსიმალურად აქვს ამოღებული. რა თქმა უნდა, მასში ბევრი ქიმიკატიც იყრის თავს, მაგრამ ბუნებრივად ნიადაგიდან ნიტრონაერთები ძირხვენებში გადმოდის. სისხლძარღვებზე მოქმედებს, თავის ტვინის უზრუნველყოფისთვისაა მნიშვნელოვანი, კალიუმი ასევე კუნთოვანი სისტემისათვისაა საჭირო. უჯრედის ნორმალური მუშაობისათვისაც გვჭირდება. თუმცა, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ თუ ჩვენ არაკეთილსინდისიერად გამოვიყენეთ ბევრი ქიმიკატი, მაშინ პროდუქტი ასეთი ნიტრონაერთებითა და ქიმიკატებითაც დაგვტვირთავს. ამიტომ, პატარა ასაკის ბავშვებს ახალი ანუ პირველი ამოღებული კარტოფილი ცოტა ფრთხილად, გარკვეული დისტანცირებით მივცეთ. ორსულებთან დაკავშირებითაც სიფრთხილეა საჭირო. კამისა და კარტოფილის ურთიერთშეხამება ეს არის ნაწლავისათვის იდეალური კომბინაცია იმისათვის, რომ კამაში არსებულმა ეთერზეთმა მაქსიმალურად დამამშვიდებელი და კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს ნაწლავის მუშაობაზე“, - აცხადებს მარი მალაზონია.

ახალი კარტოფილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სახამებლის დაბალი შემცველობაა შედარებით „დაძველებულ“ კარტოფილთან.

ეს ნიშნავს, რომ მისი გლიკემიური გავლენა შედარებით უფრო რბილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი მოხარშული ან ორთქლზე მომზადებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი დაბალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტია — პირიქით, კარტოფილი ზოგადად სწრაფად ამაღლებს სისხლში გლუკოზის დონეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინსულინრეზისტენტობა ან გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები აღენიშნებათ.

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ახალი კარტოფილის კვებითი ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომზადების მეთოდზე. როდესაც იგი მზადდება მინიმალური ცხიმით, მაგალითად, მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი, მისი კალორიულობა ზომიერია და ის შეიძლება ჯანსაღი კვების ნაწილად ჩაითვალოს. თუმცა, კარტოფილის შეწვა ან მისი კომბინაცია ცხიმიან პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კალორიულობას.

საყურადღებოა ისიც, რომ ახალი კარტოფილი ხშირად მოიხმარება კანიანად, რაც ერთი მხრივ ზრდის ბოჭკოსა და მიკროელემენტების წილს, თუმცა მეორე მხრივ მოითხოვს განსაკუთრებულ ჰიგიენურ დამუშავებას, რადგან ზედაპირზე შეიძლება ნიადაგის ნარჩენები ან პესტიციდების კვალი დარჩეს. ამიტომ მისი საფუძვლიანი გარეცხვა და საჭიროების შემთხვევაში თერმული დამუშავება აუცილებელია. 

რამდენად მწიფეა ახალი კარტოფილი?

ის ბიოლოგიურად მოუმწიფებელი ან დაუსრულებელი პროდუქტი არ არის, არამედ ადრეულ ეტაპზე აღებული სრულფასოვანი ნაყოფია. ანუ სხვა ტიპის კარტოფილია, განსხვავებული კვებითი პროფილით. თუ სწორად არის შერჩეული და დამუშავებული (არ არის მწვანე, კარგად არის გარეცხილი და თერმულად დამუშავებული), მისი მოხმარება სრულიად უსაფრთხოა და ხშირად უფრო მსუბუქიც კია ორგანიზმისთვის, ვიდრე ძველი კარტოფილი.

ნამდვილი რისკი არის გამწვანებული კარტოფილი, მზეზე დიდხანს ნამყოფი ნაყოფი, უკვე გაღვივებული კარტოფილი. ასეთ შემთხვევებში გროვდება სოლანინი — ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ნამდვილად არასასურველია. მაგრამ ეს უფრო ძველ კარტოფილს ეხება, არა ახალს. 

როგორ მივცეთ ახალი კარტოფილი ბავშვს?

მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება. პირველ რიგში, მომზადების მეთოდი:

ბავშვისთვის კარტოფილი უნდა იყოს მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული, მინიმალური მარილით ან საერთოდ უმარილო (განსაკუთრებით პატარა ასაკში) და ყოველგვარი მძიმე ცხიმის გარეშე. მცირე რაოდენობით კარაქის დამატება მოხარშულ ან გამომცხვარ კარტოფილზე სრულიად დასაშვებია.

ასევე მნიშვნელოვანია, რას ვუხამებთ კარტოფილს. თუ მას ბავშვს ცალკე მივცემთ, სწრაფად ასწევს სისხლში შაქრის დონეს. ბევრად უკეთესია, თუ კარტოფილს დავუმატებთ ცილას — მაგალითად, ქათამს, ხორცს ან კვერცხს — ან ბოსტნეულს. ასეთი კომბინაცია ბავშვის ენერგიის უფრო სტაბილურ დონეს უზრუნველყოფს.

რაოდენობაც გასათვალისწინებელია. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლოა, ის არ უნდა იქცეს ყოველდღიურ მთავარ საკვებად. საკმარისია საშუალო პორცია და მისი მიცემა კვირაში რამდენჯერმე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი ხანია ასე, არავის წასვლა არ განმიცდია, დიდი არტისტი იყო...“ - ანდრია გველესიანი კოლეგას ემშვიდობება

⭕იღბალი მათ მხარეს იქნება: აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშნები მაისში დიდ წარმატებას მიაღწევენ

⭕„ვწერ ამას ყველაფერს და სახტად ვერ დარჩენილი, მივხვდი რას ნიშნავს ცოცხალ მკვდარი, ის მკვდარია, ოღონდ მან არ იცის, რომ მოკვდა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე