Digest Logo

რატომ არის ასეთი რთული საკუთარი ცოდვების დანახვა? - რას ამბობს მოძღვარი

1767598248
მოძღარი მოძღარი

კითხვა: ხშირად ადამიანს, რომელიც უკეთურ საქციელს სჩადის, მცდელობის მიუხედავად, ვერ არწმუნებ თავისი საქციელის უკეთურებაში. მას გულწრფელად სჯერა, რომ ცუდს არაფერს აკეთებს. რატომ არის ასეთი რთული საკუთარი ცოდვების დანახვა? -  ამ კითხვას ჟურნალ „თბილისელებთან“ სასულიერო პირი პასუხობს.

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვისგან და შემდგომ კიდევ თანდათან ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომაც არის, რომ ადამიანი დაბადებიდანვე ადვილად მიიდრიკება შეცოდებისკენ. თუმცა, ყოველი კაცი ამ თანდაყოლილ და შეძენილ ცოდვებს თანდათან დაშორდება, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და უფლის თვალით შეხედავს საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ცოდვების გათავისება. ადამიანი ვერ ამჩნევს ან უჭირს იმის აღიარება, რომ ცოდვილია. უფალი გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალი შესაძლებლობები, კარგი ფინანსური პერსპექტივები და ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში - როგორი იქნება 5-11 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕დაფნის რიტუალი გზების გასახსნელად  - „ფინანსური ნაკადის ზრდა ხელსაყრელი ხელშეკრულების მოზიდვა“

⭕„წესიერი კაცი სიცოცხლესთან ერთად იმაზეც ფიქრობს, ცხოვრების შემდეგ მისგან რა დარჩება“ - გია მურღულია