Digest Logo

🎥 „რატომ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“ მაინცდამაინც შოთა რუსთაველმა? იგი ერთ-ერთი მათგანი იყო“ - რას ჰყვება მიხეილ ცაგარელი საქართველოს უძველეს ეზოტერულ ცოდნაზე

1793021964
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საკუთარ პროფესიულ გზაზე, ასტროლოგიის მნიშვნელობასა და საქართველოს უძველეს ეზოტერულ ცოდნაზე ვახო ნიკოლავას პოდკასტში საუბრობს. მისი თქმით, ამ სფეროში საქმიანობა შემთხვევითი არ ყოფილა და მიაჩნია, რომ საქართველოში ასტროლოგიისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მისი მისიაა.

მისი განმარტებით, არსებობს ემოციური, გონებრივი, მენტალური და ფიზიკური ენერგიები, რომლებიც, მისი შეხედულებით, ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. ცაგარელი მიიჩნევს, რომ სამყაროში ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება და საქართველოში ამ სფეროს პოპულარიზაცია სწორედ მას დაეკისრა.

„პირველ რიგში უფალს უნდა ვკითხოთ, რატომ მოინდომა მან, რომ მე მაინცდამაინც ამ სფეროში გადმოვსულიყავი. როდესაც ადამიანი არჩევანს აკეთებს, მას ჰქონია, რომ თავად აკეთებს და ირგვლივ რამდენი ენერგია ტრიალებს, რამდენი ენერგია ახდენს მასზე ზეგავლენას, წარმოდგენა არ აქვს. არსებობს ემოციური, გონებრივი, მენტალური, ფიზიკური ენერგია  და რატომ აკეთებთ ამ არჩევანს მაინც და მაინც ახლა და არა ადრე, ან გვიან. შემთხვევით არაფერი ხდება, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია და ალბათ, სამყარომ ჩათვალა, რომ მე უნდა დამეწყო საქართველოში ეს ამბები და სხვა დონეზე გამეხსნა, თუმცა ჩემამდე იყო ჯონდო თუხაშვილი. 

მე ჩამბარდა ეს საქმე, რომ საზოგადოება დავაახლოო იმ სფეროსთან, რაც საქართველოში ოდითგანვე იყო ზე-განვითარებული. არავინ სვამს კითხვას, რა უნდოდათ აქ ბერძნებს, ოქრო არ ჰქონდათ იქ? რა წაიღეს აქედან, რის მერე ელადა განვითარდა და საქართველო დაკნინდა. წაიღეს დიდი ეზოტერული ცოდნა, რომელიც კოსმოსთან იყო დაკავშირებული და მედეასთან ერთად გააყოლეს აქედან, მედიცინის ის დიდი სიღრმეები, რაც იცოდა მედეამ და რომელიც განავითარეს შემდეგ საბერძნეთში. რატომ ამბობენ დღემდე ინდოელი იოგები უცნაურ ფრაზებს, იოგა ჩვენთან მოვიდა საქართველოდანო, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვაქვს კავკასიურ იოგაზე. 

ვინ იყვნენ განდობილები?

რა იყო ეს ინსტიტუტი?

სადაც ადამიანები დადიოდნენ, ვეფხვის ტყავში და რატომ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“ მაინც და მაინც შოთა რუსთაველმა?

ვინმემ შეკითხვა დასვა?

ვეფხვი განდობილების ფორმა იყო და შოთაც ერთ-ერთი მათგანი იყო. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ეზოტერული ძალა და მნიშვნელობა ენერგიებისა. მათ შეეძლოთ უცებ, თქვენს თვალწინ გაჩენა და გაქრობა, ანუ მათ ზეგავლენა შეეძლოთ ადამიანის მესამე თვალზე. ამას შემდეგ წარმართობა უწოდეს და მაქსიმალურად გაგვიქრეს. 

დამალვის სისტემაში მოხვდა ასტროლოგიაც, ოდითგანვე ერთიანი სისტემა იყო ჩვენს რელიგიასთან, მაგრამ მერე ნიკეის კონფერენციის შემდეგ, მამაოების ზეგავლენის შედეგად ვატიკანისა, მოხდა მთლიანად გამოგდება ასტროლოგიისა რელიგიური სფეროდან“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ მდგომარეობასა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს შორის? - ნუნუ ქემაშვილის განმარტება

⭕„იმატებს ბრძოლა კონტროლისთვის, თანხებისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე“ - რას მოგვიტანს სავსემთვარეობა კუროს ნიშანში

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 26 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕