🧠 შეიძლება თუ არა ჩვენმა განწყობამ გავლენა მოახდინოს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ მდგომარეობასა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს შორის? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნუნუ ქემაშვილი პოდკასტში „ჰარმონია“ საუბრობს და მსმენელს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:
„თუ ადამიანი ზედმიწევნით პრინციპულია, ძალიან მკაცრი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე, თავისი ცხოვრების წესი აქვს თავისი თავის მიმართ და გარშემომყოფებისთვის, მისთვის აუცილებელია ყველაფერი იყოს წესებში ჩასმული და ასეთი ადამიანი თვლის, რომ გარკვეულწილად არიან ჭეშმარიტების კრიტერიუმები, მათ აუცილებლად ფუნქციონალურად უზიანდებათ ზედა სასუნთქი გზები და არამარტო, თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, პრეტენზიები გადადის წყენაში, რაც გროვდება მასში, შესაძლოა დაავადდეს პნევმონიით, მას აქვს მზაობა ინფორმაციულად, რომ ეს სისტემა, ეს განწყობა ამ სისტემაზე რეზონირდეს.
ხასიათის თავისებურება განაპირობებს მომავალში დაავადებების ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს ფიზიკური მოვლენაა, ეს არის ტალღური ფიზიკა, ანუ მე ამ განწყობაში ვარ, ჩემი განწყობა არის ემოციის დონეზე, ემოცია უშვებს გარკვეულ სიხშირეს და ეს სიხშირე რეზონირებს გარკვეულ ქსოვილთან“, - ამბობს ნუნუ ქემაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 26 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕„შევურიგდი კი არა, ვთხოვე, მეუღლეს დაბრუნებოდა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ურთიერთობაზე