Digest Logo

რატომ ეცემა ქალი კიბეზე მამაკაცზე ხშირად?

1724569829
ქალი კიბეზე

აშშ-ს პერდიუს უნივერსიტეტის კინეზიოლოგიისა და ჯანმრთელობისა დეპარტამენტის მკვლევრებმა ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს, რომ ქალები კიბეებზე 80%-ით უფრო ხშირად ეცემიან, ვიდრე მამაკაცები. მკვლევართა მეორე ჯგუფმა კი ამის მიზეზის დადგენა გადაწყვიტა. 

მათ სასწავლო დაწესებულების კიბეებთან ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟეს, რომ დაენახათ, რას აკეთებენ ქალები კიბეებზე ასვლის ან ჩასვლისას ისეთს, რასაც საპირისპირო სქესი არ აკეთებს.

რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა, მაგრამ მათი გაერთიანება ერთი წინადადებაში შეიძლება - აკეთებენ ყველაფერს ერთად და ერთდროულად.

კვლევის დროს დადგინდა, რომ კიბეებზე დაცემის და ტრავმირების შემთხვევები ყველაზე ხშირად 20 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ხდება, თუმცა გოგონებში 80%-ით მეტი, ვიდრე ბიჭებში.

ავტორებმა გადაწყვიტეს, შეეფასებინათ ახალგაზრდა ქალების ქცევა კიბეებზე, გამოევლინათ რისკის ტიპები და დაედგინათ რომელ მათგანს ავლენენ ქალები.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS ONE .

მეცნიერებმა სასწავლო კორპუსის ორ კიბეზე კამერები დაამონტაჟეს. გადაღებები მთელი სემესტრის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კადრში 2400 ადამიანი მოხვდა.

კვლევამ ორივე სქესის ადამიანებში სარისკო ქცევის რამდენიმე ტიპი გამოავლინა. კერძოდ, ყველაზე ხშირად ადამიანები ეცემიან, როცა:

არ კიდებენ ხელს მოაჯირებს.
ფეხქვეშ არ იყურებიან.
აცვიათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი: სანდლები, ჩუსტები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
კიბეებზე მოძრაობის დროს ლაპარაკობენ.
კიბეებზე მოძრაობის დროს ტელეფონში იყურებიან.
ხელში რაღაც უჭირავთ.
ორივე ხელი ჯიბეებში აქვთ.
რამდენიმე საფეხურს ახტებიან.
კვლევის დროს გაირკვა, რომ ბიჭებს გოგოებზე მეტად უყვართ კიბეებზე სირბილი და ხტუნაობა, რაც წონასწორობის დაკარგვის და დაცემის რისკს უკავშირდება;

თუმცა გოგოებმა რისკფაქტორების უფრო მეტი კომბინაცია გამოავლინეს: როგორც გაირკვა, კიბეებზე მოძრაობის პარალელურად, რამდენიმე საქმის კეთება და საუბარი უფრო სარისკოა, ვიდრე ბიჭების კიბეებზე სირბილი და ხტუნვა.

მომდევნო კვლევაში მეცნიერებს სურთ დაადგინონ, არის თუ არა ტრავმატიზმი დამოკიდებული მამაკაცებსა და ქალებს შორის ძალისა და რეაქციის სისწრაფის განსხვავებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბედნიერება თქვენ ოჯახს“ - ლაშა ტალახაძე ოჯახის უთბილეს ფოტოს გვიზიარებს

⭕აშშ-ში 4 წლის ბავშვს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს - ეჭვმიტანილი ბავშვის დეიდაა

⭕ჰეილი და ჯასტინ ბიბერები მშობლები გახდნენ