
ადამიანები ხშირად ამჩნევენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეგობრების რაოდენობა მცირდება - რა არის ამის მიზეზი, ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა საუბრობს.
მისი თქმით მეგობრობა დაფუძნებულია ადამიანური სიყვარულზე, ნდობასა და საერთო ღირებულებებზე, ასევე ინტერესზე.
„ორი მეგობარი ყველაზე კარგად მაშინ არის, როდესაც მათ შორის დაბალ ზღვარზეა ეგოიზმი, ხოლო მაღალზეა ემპათია.
მეგობრობას დიდი „კვება“ და შრომას სჭირდება, მეგობრობა არ უნდა მიუშვათ თვითდინებაზე, მუდმივად სჭირდება მოკითხვა.
როდესაც ადამიანებში ღირებულებები იცვლება, სწორედ მაშინ ხდება მეგობრების დაკარგვა. თუმცა მეგობრების დაკარგვა მუდმივად ცუდთან არ ასოცირდება, შეიძლება ეს ასოცირდებოდეს შენ გაზრდასთან. როდესაც მეგობარს ხვდები და სალაპარაკო არაფერი გაქვს, იხსენებთ მხოლოდ წარსულს და საუბარი ვეღარ გრძელდება.
პატივისცემა და ნდობა ერთ-ერთი აუცილებელია კომპონენტია მეგობრობაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციუმი დიდ გავლენას ახდენს ჩვენ ურთიერთობებზე.
მაგ: როდესაც შენ ირგვლივ სამეგობრო წრე კმაყოფილდება საშუალო შემოსავალზე და შენ ფინანსურად გაზრდა გინდა, ისინი კი არ მოგყვებიან, ამ დროს ხდება დაშორება, რა დროსაც ზოგიერთი მეგობარი იწყებს ეგოისტობას“, - ამბობს ფსიქოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ იძალადოთ ღმერთზე, მას ეს განსაკუთრებით არ უყვარს“ - გია მურღულია
🎥 მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის 2025 წლის შოუზე გამოვიდა
⭕„მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით და გადადით ახალ სახლში“ - დღის პროგნოზი მეტაფიზიკოსისგან