Digest Logo

რატომ გვეშინია გველის? - „საინტერესოა, რომ ჩვილებიც კი უფრო სწრაფად ამჩნევენ გველის სილუეტს, ვიდრე ბევრ სხვა ობიექტს“

1782040688
გველის შიში

ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც გველების მიმართ შიშს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს.

მისი თქმით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გველის მიმართ სიფრთხილე ადამიანის ტვინში მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი წინაპრებისთვის შხამიანი გველის სწრაფად ამოცნობა გადარჩენის საკითხი იყო:

„შიშის ფესვები მეცნიერებაში, მითოლოგიაში, რელიგიასა და ადამიანის ქვეცნობიერში ჩავშალე.. იმედია სარგებლიანი და საინტერესო იქნება.. გველი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი არსებათაგანია, რომლის დანახვაც ადამიანში ხშირად მყისიერ რეაქციას იწვევს.

ზოგს გულიც კი უჩქარდება მხოლოდ მისი ფოტოს დანახვაზე. მაგრამ რატომ? ეს შიში მხოლოდ პირადი გამოცდილების შედეგი არ არის. ის ბევრად უფრო ღრმად, ადამიანის ისტორიაში, კულტურაში, რელიგიასა და ბიოლოგიაშია ფესვგადგმული..

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გველის მიმართ სიფრთხილე ადამიანის ტვინში მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი წინაპრებისთვის შხამიანი გველის სწრაფად ამოცნობა გადარჩენის საკითხი იყო. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის ტვინი გველის ფორმას სხვა ცხოველებზე სწრაფად ამოიცნობს.

საინტერესოა, რომ ჩვილებიც კი უფრო სწრაფად ამჩნევენ გველის სილუეტს, ვიდრე ბევრ სხვა ობიექტს. ანუ ზოგ შემთხვევაში გველის შიში არა სუსტი ხასიათის, არამედ გადარჩენის უძველესი მექანიზმის გამოძახილია.

ახლა კი, რატომ გახდა გველი განსაკუთრებული სიმბოლო?

გველი თითქმის ყველა ცივილიზაციის მითოლოგიაში გვხვდება. ძველ ეგვიპტეში იგი სამეფო ძალაუფლების სიმბოლო იყო.. საბერძნეთში მედიცინის ღმერთი ასკლეპიოსი გველით გამოსახავდნენ და დღემდე მედიცინის საერთაშორისო სიმბოლო გველით შემოხვეული კვერთხია..

სკანდინავიურ მითოლოგიაში გველი სამყაროს საზღვრებს იცავდა. კავკასიურ თქმულებებში კი ის ხშირად მიწის სიღრმის, საიდუმლო ცოდნისა და უხილავი ძალების მცველად გვევლინება. ისე, საინტერესო პარადოქსია?!

ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია იმ არსების, რომელსაც ყველაზე ხშირად სიბრძნესა და ძალას უკავშირებდა. ბიბლიაში გველი პირველად ედემის ბაღში ჩნდება. სწორედ ამიტომ ქრისტიანულ სამყაროში ის ხშირად ცდუნების, ცოდვისა და სულიერი გამოცდის სიმბოლოდ აღიქმება, თუმცა ბიბლიური სიმბოლიზმი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

გველი ასევე სიბრძნისა და გარდაქმნის ნიშანიცაა. ძველ აღთქმაში მოსემ ბრინჯაოს გველი აღმართა, რომელიც განკურნების სიმბოლოდ იქცა, ამიტომ ბიბლიურ ტრადიციაში გველი ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს: გამოცდას, სიბრძნეს, ცოდნას, ტრანსფორმაციას..

უნდა შევეხო ფსიქოლოგიას.. გველების ძლიერი და მუდმივი შიში ფსიქოლოგიაში ოფიდიოფობია (Ophidiophobia) ეწოდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპეციფიკური ფობია. სინამდვილეში რისი გვეშინია? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანებს ხშირად არა თავად გველის, არამედ მისი არაპროგნოზირებადობის ეშინიათ.

გველი: უხმოდ მოძრაობს, მოულოდნელად ჩნდება, ძნელად იკითხება მისი ქცევა.. ტვინისთვის ეს გაურკვევლობის სიმბოლოა. ხშირად გველის შიში უფრო ფართო შინაგან თემებს უკავშირდება: კონტროლის დაკარგვის შიშს, უცნობის შიშს, ცვლილებების შიშს, ჩახშობილ ემოციებს.

ჩემი ფავორიტი (და არა მხოლოდ ჩემი) კარლ იუნგი გველს ადამიანის ღრმა ქვეცნობიერის ერთ-ერთ მთავარ არქეტიპად მიიჩნევდა. მის მიდგომაში, გველი ხშირად განიხილება, როგორც ქვეცნობიერის, ტრანსფორმაციის, ინსტინქტებისა და ღრმა ემოციების სიმბოლო.. ამიტომ ზოგჯერ გველის მიმართ ძლიერი ემოციური რეაქცია მხოლოდ თავად ცხოველს არ უკავშირდება..

ამას მეტად გაგიშლით ახლა..

❗️ინდივიდუალურ კვლევაზე დამიკავშირდით მესენჯერში.. ეს ინფორმაცია იქნება ზოგადი.. ვეცადე ფართოდ გამეშალა.. თუ იუნგიანურ, სიმბოლურ და ღრმა ფსიქოლოგიურ დონეზე შევხედავთ, როგორც აღვნიშნე, გველი ხშირად აღიქმება არა უბრალოდ ცხოველად, არამედ ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთ უძველეს სიმბოლოდ.

მნიშვნელოვანია რომ გაიაზროთ, რასაც ახლა ვწერ, ეს სიმბოლური ინტერპრეტაციაა და არა მეცნიერულად დადასტურებული დიაგნოზი. ყველა ადამიანს, ვისაც გველის ეშინია, არ აქვს რაიმე ღრმა ფსიქოლოგიური კონფლიქტი!

თუმცა სიმბოლურ ფსიქოლოგიაში გველი შეიძლება უკავშირდებოდეს:

1. ცვლილების შიშს: გველი პერიოდულად იცვლის კანს. ამიტომ ათასობით წლის განმავლობაში იგი გარდაქმნისა და განახლების სიმბოლო გახდა.. ზოგჯერ ადამიანის ძლიერი რეაქცია გველზე შეიძლება უკავშირდებოდეს არა თავად გველს, არამედ ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც რაღაც უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს. ძველი „მე“ უნდა დატოვო, მაგრამ ახალი ჯერ არ დაბადებულა..

2. ჩახშობილ ინსტინქტებს: ადამიანი მხოლოდ რაციონალური არსება არ არის. ჩვენში არსებობს: ინსტინქტები; პირველყოფილი ემოციები; სურვილები; ბრაზი; ვნება; თავდაცვის მექანიზმები.. იუნგი ფიქრობდა, რომ როდესაც ადამიანი ზედმეტად ცდილობს იყოს მხოლოდ „კარგი“, „გონივრული“ და „კონტროლირებული“, მისი ინსტინქტური მხარე ქვეცნობიერში გადადის. სიმბოლურ ენაზე ეს ენერგია ხშირად გველის სახით ჩნდება.

3. უკონტროლობის შიშს: გველი არ მოძრაობს ისე, როგორც სხვა ცხოველები. ვერ კითხულობ მის სახეს.. ვერ ხვდები რას ფიქრობს.. ვერ პროგნოზირებ მის შემდეგ ნაბიჯს.. ზოგი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ამიტომაც იწვევს ის ისეთ ძლიერ რეაქციას ადამიანებში, რომლებსაც კონტროლის დაკარგვა განსაკუთრებით აშინებთ.

4. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო ანალიზი, ესაა! „ჩრდილის“ სიმბოლო! იუნგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცნებაა ჩრდილი. ჩრდილი არის ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში არ ვაღიარებთ. შეიძლება იყოს: ბრაზი; წყენა; შური; ძალა; ამბიცია; სურვილები.. რაც უფრო მეტად ვთრგუნავთ ამ ნაწილებს, მით უფრო ძლიერად გვაშინებენ ისინი, როდესაც სიმბოლურად გვხვდებიან. გველი ხშირად სწორედ ამ ჩრდილის სახედ განიხილება..

5. სიცოცხლის ენერგიის სიმბოლო: საინტერესოა, რომ აღმოსავლურ ტრადიციებში გველი ყოველთვის შიშთან არ ასოცირდება. მაგალითად, კუნდალინის კონცეფციაში ის წარმოადგენს მიძინებულ შინაგან ენერგიას, რომელიც ადამიანის სულიერი განვითარებისას იღვიძებს. ამიტომ ზოგიერთ ეზოტერულ ტრადიციაში გველის მიმართ ძლიერი რეაქცია აღიქმება, როგორც ადამიანის შეხვედრა საკუთარ შინაგან ძალასთან.. ძალასთან, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული.

ყველაზე საინტერესო პარადოქსია თუ, რატომ არის გველი თითქმის ყველა კულტურაში ერთდროულად: საფრთხე; სიბრძნე; სიკვდილი; განკურნება; ცოდვა; და განახლება? რადგან იგი ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არქეტიპს წარმოადგენს. ის ცოცხალი შეხსენებაა იმისა, რომ სიცოცხლე მუდმივად იცვლება. და ხშირად ადამიანს სწორედ ცვლილება აშინებს ყველაზე მეტად.

ამ კუთხით, ღრმა ფსიქოლოგიური კითხვა არ არის: “რატომ მეშინია გველის?“ არამედ: “რა არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც ჩემში იმავე ემოციას იწვევს? მაგ: გაურკვევლობას, კონტროლის დაკარგვას, ძლიერ ენერგიას ან გარდაქმნის აუცილებლობას?“ ზოგჯერ პასუხი გველში არ იმალება. ის იმალება იმ განცდაში, რომელსაც გველი ჩვენში აღვიძებს..

ეზოტერული ხედვით დევაჯამებ, სანამ რეკომენდაციას დაგიბეჭდავთ.. ეზოტერულ ტრადიციებში გველი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. იგი დაკავშირებულია: გარდაქმნასთან, ძველი ენერგიის მოცილებასთან, „ავი ენერგიებისგან” დაცვასთან, სულიერ გაღვიძებასთან, სიცოცხლის ძალასთან.. მიზეზი? მარტივია? გველი პერიოდულად იცვლის კანს. ამიტომ იგი უძველესი დროიდან განახლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ბევრ სულიერ სკოლაში ამბობენ: „რაც უფრო ძლიერია შიში, მით უფრო დიდი გაკვეთილი იმალება მის უკან”.

ამ კონტექსტში გველის შიში შეიძლება მიუთითებდეს არა საფრთხეზე, არამედ ცვლილებისადმი წინააღმდეგობაზე..

ახლა კი, მთავარი! როგორ გადავამუშაოთ გველის შიში?

პირველი ნაბიჯი შიშის გაქრობა კი არა, მისი გაგებაა.

❗️გაიგეთ და მოაგროვეთ ქვეწარმავალზე ფაქტები და არა მითები.

❗️დააკვირდით, რეალურად გველის გეშინიათ თუ იმ ემოციის, რომელსაც ის აღვიძებს?

❗️ისწავლეთ ბუნებაში უსაფრთხო ქცევა.

❗️გაიხსენეთ, რომ გველების უმეტესობა ადამიანს ერიდება.

❗️შიშს, ცნობისმოყვარეობა დაუპირისპირეთ.

გველი უნიკალური არსებაა. ის ერთდროულად არის: ევოლუციური საფრთხის სიმბოლო, მითოლოგიური მცველი, ბიბლიური გამოცდა, ფსიქოლოგიური არქეტიპი, ეზოტერული ტრანსფორმაციის ნიშანი. შესაძლოა, ამიტომაც ვერ ვრჩებით მის მიმართ გულგრილები.

გველის შიში ყოველთვის მხოლოდ გველზე არ არის. ხშირად ის გვიყვება ისტორიას იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ უცნობს, ცვლილებასა და იმ ძალას, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ.. დაიწყეთ ცნობიერად ანალიზი და გადამუშავება ამ სტატიის!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკითხები მომავალში მნიშვნელოვანი გახდება, მაგრამ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

„ეს არის დროებითი ზავის, ემოციების ჩახშობისა და თავდაცვის პოზიციის დაკავების დღე“ - 21 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

„ცნობიერების გაფართოების მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ მისიას უფრო ღრმად ხედავს“ - გიორგი ლობჯანიძე მზებუდობაზე