ხშირად გვგონია, რომ მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) მხოლოდ რთული დიაგნოზია ან კონკრეტული საკვების ბრალია. თუმცა, სინამდვილეში პრობლემა ძალიან მარტივად მისახვედრია, თუ დავაკვირდებით ერთ პარადოქსს:
მუცელი იბერება გაღვიძებისთანავე, უჭმელზე, ან თუნდაც მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის დალევის შემდეგ.
თუ თქვენც გრძნობთ, რომ საღამოს „6 თვის ორსულივით“ გაქვთ მუცელი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფერი გიჭამიათ, პასუხი ხშირად იმალება მდგომარეობაში, რომელსაც SIBO (წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი) ჰქვია.
რა არის სინამდვილეში SIBO?
ეს არ არის რაღაც „მისტიკური დაავადება“. ეს უფრო ნაწლავური ლოჯისტიკის დარღვევაა. ბაქტერიების ძირითადი მასა უნდა ცხოვრობდეს მსხვილ ნაწლავში, მაგრამ SIBO-ს დროს ისინი „ზემოთ ამოდიან“ და სახლდებიან წვრილ ნაწლავში, სადაც მათი რაოდენობა ნორმაზე ბევრად მეტი ხდება. როგორ იწვევს SIBO შებერილობას, დიარეას და შეკრულობას? წვრილი ნაწლავი არის ადგილი, სადაც ორგანიზმმა საკვები უნდა დაშალოს და ვიტამინები შეიწოვოს.
როცა იქ ზედმეტი ბაქტერიები სახლდებიან, ისინი თქვენს საკვებს თქვენზე ადრე „მიირთმევენ“ და სანაცვლოდ გაზებს გიტოვებენ.
🎈 შებერილობა და გაზები ბაქტერიების მიერ საკვების ფერმენტაციის შედეგად გამოიყოფა აირები - წყალბადი და მეთანი. რადგან წვრილი ნაწლავი ვიწრო სივრცეა, მცირე რაოდენობის აირიც კი ძლიერ გაჭიმვას და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. რატომ იბერება მუცელი უჭმელზეც? ბაქტერიები მხოლოდ საკვებით არ იკვებებიან, ისინი ნაწლავის ლორწოსა და დარჩენილ სუბსტრატებსაც იყენებენ. ამიტომ შებერილობა შეიძლება გაღვიძებისთანავე ან ხანგრძლივი შიმშილის დროსაც არსებობდეს.
🚽 დიარეა და შეკრულობა თუ ჭარბობს წყალბადის წარმომქმნელი ბაქტერიები ხშირად ვითარდება დიარეა. თუ მეთანის წარმომქმნელი მიკრობები ჭარბობს - ნაწლავის მოძრაობა ნელდება, ჩნდება შეკრულობა, „არასრული დაცლის“ შეგრძნება და მუდმივი სიმძიმე. თუ დიარეა და შეკრულობა ერთმანეთს ენაცვლება, ეს ხშირად მიუთითებს შერეული ტიპის SIBO-ზე, როდესაც წვრილ ნაწლავში ერთდროულად არის მომრავლებული როგორც წყალბადის, ისე მეთანის წარმომქმნელი ბაქტერიები.
🧠 „ტვინის ნისლი“, დაღლილობა და სისუსტე SIBO-ს ხშირად ახლავს ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის გაუარესება, B12-ის, რკინისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტი. საიდან იწყება ეს ყველაფერი? 🧹 „გაფუჭებული ცოცხი“ – MMC კომპლექსი ნაწლავს აქვს სპეციალური თვითწმენდის მექანიზმი (Migrating Motor Complex), რომელიც ტალღისებურად „გადახვეტს“ ბაქტერიებს და ნარჩენებს ქვემოთ. თუ სტრესის, უძილობის, ინფექციის ან კვებითი ქაოსის გამო ეს სისტემა შენელდა - ბაქტერიები იწყებენ დაგროვებას.
😵 სტრესის რეჟიმი სტრესი მხოლოდ ფსიქოლოგიური არ არის, ის პირდაპირ თიშავს მონელებას და ანელებს ნაწლავის მოძრაობას. გაჩერებული ნაწლავი კი ბაქტერიებისთვის იდეალური გარემოა.
💊 პრობიოტიკების პარადოქსი ზოგ შემთხვევაში SIBO-ს დროს პრობიოტიკებმა შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწლავის მოტორიკა დარღვეულია და ბაქტერიები „ზემოთ“ ჩერდებიან. კუჭის მჟავიანობის დაქვეითება კუჭის მჟავა ორგანიზმის ბუნებრივი „დეზინფექციაა“. როცა ის სუსტდება, ბაქტერიებს უფრო მარტივად შეუძლიათ წვრილ ნაწლავში მოხვედრა და გამრავლება.
როგორ დავაღწიოთ თავი ამ წრეს?
✅ ნაწლავის მიზანმიმართული „გასუფთავება“ (კო კრერი sibo-ს თერაპია)
✅ ნაწლავის მოტორიკის აღდგენა
✅ კვებებს შორის პაუზების დაცვა, რათა MMC-მ იმუშაოს
✅ სტრესისა და ძილის მოწესრიგება
✅ ინდივიდუალურად შერჩეული კვება.
გახსოვდეთ: ნაწლავი მხოლოდ საკვების გამტარი არხი არ არის ეს არის ცოცხალი ეკოსისტემა, სადაც მილიარდობით ბაქტერია თქვენს ჯანმრთელობაზე ყოველწამიერად მუშაობს. ეს არის ორგანიზმის მეორე ტვინი და უნიკალური ბიოქიმიური ლაბორატორია. როცა მისი რიტმი ირღვევა, ირღვევა მთელი სხეულის ჰარმონიაც.
ავტორი: თ. ნონიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - როგორ გამოიყურება მარიამ მათიაშვილი მშობიარობიდან 1 წლის თავზე