Digest Logo

რატომ ისვრიან პატარძლები თაიგულს? - უცნობი ტრადიციის საიდუმლო

1742727801
თაიგულის სროლა

სანამ ადამიანები საქორწილო თაიგულს აირჩევდნენ, ადამიანებს მცენარეების ჯადოსნური თვისებების მტკიცედ სჯეროდათ და მათ საქორწილო რიტუალებში იყენებდნენ. მაგალითად, ახალდაქორწინებულ ძველ ბერძნებს, რომაელებსა და კელტებს ყელს სურნელოვანი მწვანილის ყელსაბამი უმშვენებდათ, შუა საუკუნეების ევროპაში კი პატარძალი ნივრისა და ხახვის მტევნებსაც კი ატარებდა, სანელებლების მძაფრი სუნი მიზნად ისახავდა ბოროტი სულების განდევნას დაუცველი პატარძლისგან.

ნამდვილი თაიგული კი პატარძლის ხელში, ინგლისში მე -19 საუკუნეში გამოჩნდა. დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტის ქორწილში პატარძალმა პირველად დაიჭირა ყვავილების თაიგული, მას შემდეგ ის პატარძლის იმიჯის მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდა, თავად ყვავილებმა კი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინეს - ისინი სიყვარულს, ვნებას, სინაზეს, ერთგულებას, მორცხვობას ან სიყვარულს გამოხატავენ.

რატომ უგდებს პატარძალი საქორწილო თაიგულს მეგობრებს?

ბევრი გოგონა, რომელიც ოცნებობს დაქორწინებაზე, მეგობრების ქორწილში, მოუთმენლად ელოდება იმ მომენტს, როდესაც პატარძალი საქორწილო თაიგულს ჩააგდებს. როგორც ირკვევა, ეს რწმენის ნიშანია, რომლის მიხედვითაც, გოგონა, ვინც თაიგულს დაიჭერს, ერთი წლის განმავლობაში თვითონ გახდება პატარძალი.

ტრადიციის ევროპული ფესვები

რატომ არის საქორწილო თაიგული ასეთი ჯადოსნური? ეს ცხადი ხდება, თუ გადავხედავთ ძველ საქორწილო ტრადიციებს, რომლებიც თაიგულთანაა დაკავშირებული.

თაიგულის უკან გადაგდების ტრადიცია, შუა საუკუნეების ევროპაში გამოჩნდა. აქ, პატარძლის სამოსსაც სხვაგვარად აღიქვამდნენ. გაუთხოვარ ქალებს სჯეროდათ, რომ პატარძლის კაბას ბედნიერებისა და იღბლის მოტანა შეეძლო, ამიტომაც ცდილობდნენ მისი კაბიდან პატარა ნაჭერი მაინც აეღოთ.

ბუნებრივია, რომ პატარძლები დახეული კაბით არაესთეტიკურად გამოიყურებოდნენ - ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, გადაწყვიტეს, ყვავილები კაბაზე დაემაგრებინათ, მაგრამ ესეც მოუხერხებელი გამოდგა, ბოლოს პატარძლებმა არჩევანი საქორწილო თაიგულზე შეაჩერეს, რომელიც ქორწილის ბოლოს მეგობარ გოგონებს რჩებოდა.

ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.

ჩვენში თაიგულის ზურგს უკან სროლის ჩვეულება ძირითადად ამერიკული რომანტიკული ფილმების წყალობით გაჩნდა.

სცენა, რომელშიც ბედნიერი ახალდაქორწინებული, სტუმრების ზურგით დგას და შემთხვევით ისვრის საქორწინო თაიგულს გასათხოვარი გოგონების მიმართულებით, წარმოუდგენლად ლამაზია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ვსწავლობთ... არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ გზას“ - ალექსანდრე თოფურია

🎥 ვიტამინები, რომელსაც იღებთ შესაძლოა წონაში მატებას ან წონაში კლებას იწვევდეს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე