
22 მარტს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მეხუთე ბრძოლა გამართა და მესამე მარცხი იწვნია.
ლონდონში, UFC Fight Night-ზე გამართულ ღონისძიებაზე „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე 30 წლის ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი იყო. სამივე რაუნდი ფერნანდესის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სწორედ ბრაზილიელმა იმარჯვა.
ალექსანდრე თოფურია, რომელიც გურამ ქუთათელაძესთან ჩავიდა და ბრძოლის წინ გაამხნევა სოციალურ ქსელში გურამის ბრძოლას ეხმაურება.
„ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ვსწავლობთ.
არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, - წერს ალექსანდრე თოფურია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი გუნდი ბევრად წინ არის, აქედან გამომდინარე დამაჯერებლად კარგად უნდა მოვიგოთ“ - დიმა ობოლაძე