ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბზობის დღესასწაულზე წერს:
„ბზობა - ვეცდები გასაგებად შევეხო უმნიშვნელოვანეს რამდენიმე დეტალს, რაც ბზობის დღესასწაულს ეხება.
I. რატომ ტიროდა ქრისტე იერუსალიმში შესვლისას, როცა მისი ნახვა ყველას უხაროდა?
პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს იერუსალიმში შესვლისას მას ისე ხვდებიან, როგორც აქამდე არცერთ სხვა დიდ პიროვნებას!
ხალხი პალმის რტოებით ეგებება მაცხოვარს. ამბობდნენ „ოსანას“, კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!
რატომ უხაროდათ ისრაელში ხალხს და რატომ შეხვდნენ ქრისტეს ასე?
იმიტომ რომ ებრაელ ხალხს სჭირდებოდა მიწიერი მეუფე და რას არ ეცადა იესო, რომ ხალხის ცნობიერება შეეცვალა, მაგრამ ებრაელ ხალხს ეგონა, რომ ქრისტე დაჯდებოდა, როგორც ქვეყნიური მბრძანებელი, გაათავისუფლებდა მათ რომაელთა ბატონობისგან, დაურიგებდა ყველას მატერიალურ ქონებას და გააბატონებდა ებრაელებს ყველა სხვა ხალხზე.
არადა, ღმერთს ჩვენსას იმაზე გაცილებით მეტი სურს, ვიდრე მხოლოდ მატერიალური დიდებაა.
სწორედ, აურაცხელი სიმდიდრის და კეთილდღეობის გამო შეხვდა ხალხი ასე ქრისტეს.
ქრისტემ კი იცოდა, რომ იმავე ხალხი, სულ მალე ჯვარზე გააკრავდა.
II. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი, ფაქტი, სადაც მტკიცდება, შავით თეთრზე წერილით, რომ სიტყვა სიტყვით აღსრულდება წმინდა წერილის სიტყვები არის იერუსალიმში შესვლამდე, უმნიშვნელოვანესი დიალოგი ქრისტესა და მის მოციქულებს შორის, როდესაც ზეთისხილის მთასთან ქრისტე ითხოვს სახედარს, ხოლო მოწაფეებმა მოუყვანეს სახედარი, როგორც დაწერილი იყო, ჯერ კიდევ როდის წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვები ძველ აღთქმაში: ,,და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა, ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის კიცვსა ვირისასა" (იოანე 12, 14-15).
ხედავთ? თქვენი აზრით, იესოს არ შეეძლო იერუსალიმში ფეხით შესვლა სახედარი რომ არ ეძებნა? მაგრამ, არა! როგორცაა ნაწინასწარმეტყველები და დაწერილი, ამ რჯულის დამოწმებას გადმოგვცემს ქრისტე და თავადვე უკვირდება თითოეულ დეტალს და ბუნებრივია, ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს ბიბლიის გადმოცემის ცვლილების!
III. ქრისტე ჯვარზე გააკრეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა!
რომ ვამბობ, ვინც მეტს კითხულობს, მაგრამ მხოლოდ კითხულობს და არ ცდილობს სულის წვრთნას, ხშირად, სულიერად დაბალ ვიბრაციებში სწორედ ისაა-თქო, კი არ გატყუებთ, სწორს გეუბნებით!
ისტორია მოწმობს ამას, ყოველთვის სულმდაბალი წითელი ინტელიგენცია იყო უზნეობის, ამორალურობის და ამპარტავნობის ბუდე, სამწუხაროდ!
რასაც წაიკითხავ, თუ ეს სულიერ ბუნებას არ მოახმარე, ისე დაემსგავსება ადამიანი იმ მწიგნობართა კასტას, ვინც ქრისტე გააკრა ჯვარზე!
დღესაც, სამწუხაროდ, ძალით ფილოსოფოსები და მრავალი სექტანტური ეზოთერული თუ წარმართული საზოგადოება აკრავს მას ჯვარზე და ხალხსაც თან იყოლებენ, ოღონდ ბევრი ჯერ ვერ ხვდება ამას.
სიშავე ზედაპირზეა უკვე მკაფიოდ ამოსული და გარჩევა უნდა ყველაფერს.
IV. და ბოლოს: ზუსტად, მთელი 2000 წელი, ქრისტეს ჯვარზე გაკვრიდან, რა წამს ვერ იცნეს ებრაელმა ხალხმა ჭეშმარიტი ღმერთი, კიდევ ელოდებიან მატერიალურ მხსნელს, ვინც მისცემს მათ ამქვეყნიურ დოვლათს და ბარაქას, ამისთვის ელოდებიან მოშიახს და მოიყვანენ კიდეც, რადგან წერია, რა თქმა უნდა, აღსრულდება, თუმცა აღსრულება ერთია და ვისთვის როგორ დამთავრდება მეორე.
გილოცავთ ბზობას და ქრისტესმიერი სიყვარულით შევხვედრილიყავით ამ დღეს და გვიხაროდეს!
გვიხაროდეს მხოლოდ წუთისოფელში კარგად ყოფნა კი არა, მარადიული მყოფობა! რასაც უმზადებს მართალთ უფალი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულს ულოცავს
⭕Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა
⭕„სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, უნდა გავიგოთ, სად იბადება სინათლე...“ - რას წერს რამაზ გიგაური