Digest Logo

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

1714062533
ექიმები ექიმები

დიდი ხანია, ყველამ გაიგო და მეტ-ნაკლებად შეეგუა, რომ ექიმებს ცუდი კალიგრაფია აქვთ. ამბობენ, რომ ერთი ექიმის ხელნაწერი შეიძლება მხოლოდ მეორე ექიმმა ან ფარმაცევტმა წაიკითხოს. თუმცა, ზოგჯერ ისინიც კი ცდებიან, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ექიმების გაურკვეველი ხელწერის გამო აშშ-ში ყოველწლიურად 7000-მდე ადამიანი იღუპება.

ფსიქოლოგი და გრაფოლოგი ინესა გოლდბერგი ამბობს, რომ პრობლემის სათავე სამედიცინო სასწავლებელში უნდა ვეძიოთ, სადაც სტუდენტს ყოველდღიურად, დიდი მოცულობის ინფორმაციის მოსმენა და ჩაწერა უწევს.

სწრაფად წერის აუცილებლობა სტუდენტების ხელწერას მნიშვნელოვნად აზიანებს, სამაგიეროდ, აღქმის სიჩქარეს და ინფორმაციის ანალიზის უნარს უვითარებს. სტუდენტები იძენენ მნიშვნელოვან უნარს - განსხვავებული სიმპტომები კლინიკურ სურათში გააერთიანონ. უცნაურია, მაგრამ ამის საფასური ხელწერის გაფუჭებაა.

სამედიცინო პრაქტიკის დაწყება პრობლემას უფრო აღრმავებს. მუშაობასთან ერთად ექიმს პროფესიული ინტუიცია უვითარდება, რაც მის ნაწერს უფრო გაურკვეველს ხდის. ხელნაწერი ტალღოვანი და ხშირად წყვეტილი უფორმო ხაზების ერთობლიობად იქცევა, რომლის წაკითხვა ძნელია.

მართალია, არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ექიმს პაციენტისგან ემოციური გაუცხოება უვითარდება. ამ დროს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიმართ სრულიად გულგრილი რჩება. ექიმებს ეს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ პაციენტებს ძალიან აფრთხობს.

ექიმების გულგრილობის მიმართ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. მათთვის საავადმყოფოში მოხვედრა უკვე დიდი სტრესია და მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ემოციური კომპონენტის დაკარგვა ხელწერაზეც აისახება. ამით განსაკუთრებით ასოების შუა ნაწილი ზარალდება, სადაც გადაბმები და ხვეულებია. შედეგად, ექიმის ხელწერა კარდიოგრამის მრუდს ემსგავსება.

თუ ამას გადაღლას და გაღიზიანებასაც დავამატებთ, გაურკვეველი ხაზებისა და ხვეულების ნაკრებს მივიღებთ, სადაც ასოების გარჩევაც კი შეუძლებელია.

გრაფოლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე გაურკვეველი ხელწერა თერაპევტებს, ქირურგებსა და ორთოპედებს აქვთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აი რანაირად გულაობ, რომ არ სვამ, არც არაფერს იღებ, არც კლუბებში დადიხარ?...“ - რას წერს გურამ შეროზია ღამის ცხოვრებაზე

🎥 „სადა ბანაობ შვილო... შე ვირიშვილო?!“ - რატომ აკრიტიკებს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ