Digest Logo

🎥 რატომ ვფლანგავთ ფულს და როგორ ვისწავლოთ ფინანსების სწორი მართვა? - ფსიქოლოგის რჩევები!

1757327278
ფულის ხარჯვა

💸😔💬 რატომ ვფლანგავთ ფულს და როგორ ვისწავლოთ ფინანსების სწორი მართვა? - ამ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგი და ქოუჩი ილია ნიკაჭაძე საუბრობს.

მისივე თქმით, ბიუჯეტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და განსაზღვრული, თუ რა მიზნისთვის რა თანხა დაიხარჯება.

„ადამიანს აქვს სამი ინტელექტი: ემოციური, სხეულებრივი და რაციონალური. როდესაც ეს ინტელექტები ვერ მუშაობს თავისი ნამდვილი ფუნქციით, ვერ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას - მათ შორის ფულთან მიმართებაში.

აუცილებელია ბიუჯეტი იყოს წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრული, რას რაში დახარჯავ.

ონლაინ-შოპინგის დროს ვერ გრძნობთ, რა იყიდეთ და ვერ გრძნობთ, რამდენად რეალურად გჭირდებათ ესა თუ ის ნივთი.

აუცილებელია გქონდეთ პრიორიტეტი.

როდესაც ადამიანი არის დასტრესილი, მიდის საყიდლებზე, რაც იწვევს დროებით ბედნიერებას. მაგრამ, როცა სახლში მიდიხარ, გიჩნდება დანაშაულის გრძნობა, როდესაც ხედავ, რომ ბევრი გამოუყენებელი ნივთი გაქვს.

როგორც წესი, მფლანგველი ადამიანები არიან ის ადამიანები, ვისაც ბავშვობაში ან ძალიან ბევრი ფული ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა.

მაგალითად, 90-იანი წლების უმეტესობას მაცივარი სულ სავსე აქვთ, რადგან მათ მოჰყვებათ შიში ცარიელი მაცივრის“,- ჰყვება ქოუჩი.

მისი თქმით, ყიდვის დროს უნდა გქონდეთ გარკვეული ბარიერი და კარგად დაფიქრდეთ რამდენად გჭირდებათ ეს ნივთები.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, ღმერთო მადლობა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „დიდი ხანძარი იყო გარდენიაში, მართა და მარო ბებო კი გარეთ თესლების ყუთზე ისხდნენ...“ - რას ჰყვება ზურა შევარდნაძე

⭕შორენა ბეგაშვილის ვოიაჟი თურქეთში გრძელდება - „განუმეორებელი გოგო ხარ“