ზოგიერთი სტრესის დროს მაშინვე მაცივრისკენ გარბის, ზოგს კი ჭამა საერთოდ ავიწყდება დღე-ღამის განმავლობაში. რატომ ხდება ასე?
ფსიქოლოგიაში ადამიანები ორ ტიპად იყოფიან: ისინი, ვინც „სუქდებიან სტრესზე“ და ისინი, ვინც „იკლებენ სტრესზე“. კვების რეჟიმსა და განწყობას შორის იმაზე მჭიდრო კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს?
არსებობს ორი მთავარი მიზეზი, რაც ადამიანს აიძულებს, შფოთვის დროს გაძლიერებულ კვებაზე გადავიდეს:
1. ენერგიისა და მხარდაჭერის ძიება
როდესაც ადამიანს ეშინია ან თავს არაკომფორტულად გრძნობს, ის ქვეცნობიერად ეძებს მხარდაჭერის ხელმისაწვდომ გზას. ბევრისთვის საკვები ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია. კონფლიქტის ან წყენის დროს ხელი თავისით მიიწევს მაცივრისკენ, რათა „გემრიელით“ დავიმშვიდოთ თავი.
შედეგი: საკვების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს წონის მატებას, რაც ახალი სტრესის მიზეზი ხდება (შიში ფიგურის დაკარგვის, სირცხვილის გრძნობა და ა.შ.). იქმნება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა რთულია.
2. „ჩვილის სინდრომი“ ან დაძინების სურვილი
ზოგჯერ ირთვება ე.წ. „ჩვილის სინდრომი“ - ჭამა, რათა დამშვიდდე და დაიძინო. ეს ჩვევა ჩვილობიდან მოდის: როცა ბავშვი ტირის, დედა მას აჭმევს, დანაყრებული პატარა კი მალევე იძინებს. ზრდასრულ ასაკში ეს პრობლემის მოგვარებისგან გაქცევის ფორმაა. იმის ნაცვლად, რომ სტრესის გამომწვევი მიზეზი აღმოვფხვრათ, ვიქმნით საქმიანობის ილუზიას: პროდუქტების ყიდვა, მენიუს მოფიქრება, მომზადება და ჭამა.
რატომ ვიკლებთ წონაში ნერვიულობისას?
აქაც ფსიქოლოგიური ფაქტორები თამაშობენ გადამწყვეტ როლს:
1. შინაგანი განწყობა: „არ დამიმსახურებია“
ეს მოდელი ხშირად იმ ოჯახებიდან მოდის, სადაც ბავშვს მხოლოდ კარგი საქციელისთვის (მაგალითად, „ათიანებისთვის“) აჯილდოებდნენ, შეცდომისთვის კი სჯიდნენ. ზრდასრულ ასაკში ადამიანი საკუთარი თავის „დამსჯელად“ იქცევა - თუ მან შეცდომა დაუშვა ან სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ის ქვეცნობიერად უარს ამბობს საკვებზე, რადგან თვლის, რომ ის „არ დაიმსახურა“.
2. „მობილიზაციის სინდრომი“
ადამიანს ეშინია მოდუნების, სანამ სტრესის გამომწვევ ფაქტორს არ აღმოფხვრის. ასეთ დროს მათ არც ძილი უნდათ და არც ჭამა. ისინი სრულად არიან კონცენტრირებულნი პრობლემის მოგვარებაზე და არ ისვენებენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად კარგავს წონას.
გახსოვდეთ: ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი გრძნობებიდან მომდინარეობს. თუ გსურთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ (იქნება ეს წონის შენარჩუნება თუ ფსიქიკური წონასწორობა), პირველ რიგში საკუთარი გრძნობების ამოცნობა და მათზე მუშაობა უნდა ისწავლოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქართულად მოლაპარაკე მაჯის საათი უსინათლოებისთვის - წარმატებული სტარტაპი
წყარო: trend.ge