Digest Logo

„რაც მეგობარმა მომწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, წმინდა ნიკოლოზს რომ შევთხოვე...“ - სასწაული, რომელზედაც ნატო დუმბაძე ჰყვება

1734542027
ნატო დუმბაძე

19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა. წმინდა ნიკოლოზი სწრაფშემსმენელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მორწმუნეთა გულიდან წამოსულ თხოვნებს სწრაფად ისმენს და ასრულებს. 

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე, ორი წლის წინ, ნიკოლოზობას იტალიის ქალაქ ბარში, წმინდანის საფლავზე შეხვდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა შემთხვევა, რომელიც წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება. 

„წმინდა ნიკოლოზის საფლავზე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ძალიან მიყვარს იქაურობა.

წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მომლოცველების ცხოვრებაში, ვიცი, სასწაულები მომხდარა. სასწაული მოხდა ჩემთანაც! პირველად რომ მისი სახელობის ტაძარი მოვილოცე, რაც შევთხოვე, ზუსტად ორ დღეში ამისრულდა. საქართველოში უკან რომ ვბრუნდებოდი, ესემესი მოვიდა. მეგობარი მწერდა და რაც მის მესიჯში ეწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, რომელიც წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე! შოკირებული ვიყავი!

ამ სასწაულის შემდეგ, მადლიერებისგან სულ მაქვს ბარში ჩასვლის და იმ ტაძრის მოლოცვის სურვილი!

გილოცავთ ნიკოლოზობას, მისი მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნა ნატო დუმბაძემ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა სასწაული, თუ კი რამე მომხდარა აქამდე, მაგალითი უნდა იყოს ქრისტიანებისთვის...“ - მამა საბა ჭიკაიძე

⭕„თქვე კარგო ადამიანებო, ამდენი წელი ცესკოში მუშაობდით და ახლა გახდა ცესკო ცუდი?...“ - ზურა ხაჩიძე

„ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“ - რას ჰყვება მანანა ცხაკაია