Digest Logo

რისი სურნელი აქვთ ძველი ეგვიპტის მუმიებს - მეცნიერების ახალი კვლევა

1739886702
 ძველი ეგვიპტის მუმიები

„დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ეგვიპტის მუმიებს ხის (78%), სანელებლების (67%) და მოტკბო (56%) არომატები აქვთ“, - კვლევა Journal of the American Chemical Society-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერების თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ საკმევლის არომატიც დაიჭირეს. მუმიების არომატების შესწავლისას მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტული, ასევე სენსორული მეთოდი.

სურნელი - ქიმიური მოლეკულებია, რომლებიც ჰაერშია და ნივთიერებისგან მოდის. მეცნიერებმა ქრომატოგრაფია - ნივთიერებათა და მათი ნარევების დაყოფის, ანალიზისა და კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდი გამოიყენეს 9 მუმიის სურნელის შესასწავლად, რომლებიც კაიროს ეგვიპტის მუზეუმში ინახება.

მეცნიერებს ეს კვლევა ძველი ეგვიპტის ბალზამირებისა და კონსერვაციის მეთოდის უკეთ გაგების საშუალებას მისცემს.

როგორც აღმოჩნდა, ძველად არომატს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სასიამოვნო სურნელი ასოცირდებოდა ღვთაებრივ სხეულთან და სისუფთავესთან. 5 ათასი წლის შემდეგაც, მეცნიერები მუმიების სურნელს აღწერენ, როგორც სასიამოვნოს, რადგან ის შედგება წიწვოვანი ხეების ზეთებისგან, კედრისგან, ფიჭვის ფისისგან და სხვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყება...“ - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე მამაზე?

🎥 „ტრავმა იყო ბევრი, ფსიქოლოგიური გარღვევებიც...“ - 18 თებერვალს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალია

⭕„უხდები ამერიკას, ნაკლებს არც იმსახურებ“ - მაკა ზამბახიძე Times Square-ზე პოზირებს

წყარო: imedinews.ge