
დღეს, 18 თებერვალს, 22:00 საათზე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალია, სადაც მონაწილეები ფინალში მოხვედრისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან.
„იმედის დღის“ გადამღები ჯგუფი ნახევარფინალისთვის სამზადისს დაესწრო და მონაწილეებს გაესაუბრა:
„ძალიან მზად ვართ დღევანდელი დღისთვის. რადგან უკვე ბოლო კვირები არის, ჩვენც ცოტა დაღლილები ვართ, თუმცა ვცდილობთ ყველანაირი ძალა მოვიკრიბოთ, რაც დაგვრჩა და რაც არა გამოვიყენოთ და მივიდეთ მიზნამდე.
ძალიან სასიამოვნო იყო ნახევარფინალამდე განვლილი გზა, თუმცა ამავდროულად ძალიან რთული, რადგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს აქაურობა.
ტრავმა იყო ბევრი, ფსიქოლოგიური გარღვევები ხანდახან, თუმცა ყველაფრით მადლიერი ვარ.
გულწრფელად გითხრათ, ჟიურის წინაშე რომ ვდგავარ არაფერი მესმის. იმიტომ, რომ ჯერ ცეკვის ემოცია, შემდეგ ნერვიულობა და ა.შ. მადლობელი ვარ თითოეული ჟიურის წევრის გულწრფელი შეფასებებისთვის“, - ამბობს მარიამ შენგელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უხდები ამერიკას, ნაკლებს არც იმსახურებ“ - მაკა ზამბახიძე Times Square-ზე პოზირებს