
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანა ლორთქიფანიძე ასაკის მიუხედავად იდეალურად გამოიყურება და ეკრანზე თუ თეატრში მუდამ ანათებს. ამჯერად იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახურ ტრადიციებზე და ურთიერთობებზე ისაუბრა:
„ძალიან პატარა ვიყავი რომ ვგრძნობდი განსაკუთრებული ოჯახი მყავდა. ალბათ ეს იმით იყო განპირობებული, რომ რეპეტიციებისა და კონცერტების დროს სულ გვერდით ვყავდით შვილები. ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი რა იყო. რა არის მათი შვილობა და ტვირთია, თუმცა ძალიან კარგი ტვირთია და გაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. სულ მათი გადმოსახედიდან ვუყურებ ჩემ თავს და ვაფასებ. დედას შეეძლო კარგი რჩევების მოცემა და მკვახე, მკაცრი შენიშვნების მოცემაც.
ძალიან ჩქარა ვხვდებოდი, რომ ეს შენიშვნები სარგებლიანი იყო.
მამასთან ადვილად ვაგვარებდით ყველაფერს. უცებ დაიყვირებდა და მალევე წყნარდებოდა. მამისგან ყველაზე მეტად მახსოვს სიტყვები - „არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყება“, - ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უხდები ამერიკას, ნაკლებს არც იმსახურებ“ - მაკა ზამბახიძე Times Square-ზე პოზირებს