იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი - ეს, ის ვრცელი ჩამონათვალია პროფესიებისა, რომელსაც ქეთევან ჯანდიერის ფლობს. ამჯერად იგი საჯარო პოსტში, რომელსაც სოციალურ გვერდზე აქვეყნებს, გამომწერებს რეკომენდაციებს უზიარებს.
„რატომ არ ღირს, სხვისი ბიოლოგიური ნარჩენის მიღება და რას ვგულისხმობ? გამომყევი ბოლომდე
თმას უდიდესი ენერგეტიკა და მეხსიერება აქვს! ამაზე საუბარი წვრილად სისულელედ მიმაჩნია რადგან, ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცით..
არასოდეს დავამცირებ ჩემს მკითხველებს, მსმენელებს და თანამოაზროვნეებს იმდენად რომ მსგავსი, მარტივი საკითხების სწავლება დავუწყო.
მეგობრებო, როდესაც ხდება თმის შეძენა და დაგრძელება (ამ შემთხვევაში ბუნებრივ თმას ვგულისხმობ) თქვენ უნდა აცნობიერებდეთ რომ საკუთარ ბიო-ენერგეტიკულ ველში „აკერებთ“ სხვა ადამიანის „მოჭრილ“ და „გადაგდებულ“ როგორც კარგ, ასევე ხშირ შემთხვევაში, კატასტროფულად მძიმე ენერგეტიკულ „ნაგავს“
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ადამიანი არის ის ორგანიზმი, რომელიც თავად არის საკუთარი თავის ბლოკი, როდესაც არ ფიქრობს და არ უღრმავდება რას აკეთებს…
სილამაზე ძალიან დასაფასებელი და კარგია, უბრალოდ უნდა ხვდებოდე - რა ფასად იღებ, ან რამდენს იხდი მასში, კუპიურების გარდა.
გიყვარდეთ თქვენი სხეული, თავისი მინუსით და პლუსით… მოუარეთ, გაუფრთხილდით, კვებეთ, დაიცავით…
უბრალოდ ეცადეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ სხვისი „ბიოლოგიური ნარჩენების“ მოხვევას, რომელიც დროთა განმავლობაში, „ენერგეტიკულ აფეთქებებს“ იწვევს...“,- წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები