Digest Logo

როგორ აღნიშნეს 102 წლის წინ თბილისში 26 მაისი - ფოტო ამბავი

1685044980
გოგონები ვაკეში

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიება დილიდან მიმდინარეობს.

სოსო პავლიაშვილის ემოციური შესრულება - „ბოლო ამოსუნთქვამდე გემსახურები, ჩემო სამშობლოვ“

ახლახან ჯგუფში „თბილისური ამარკორდი“ ზურაბ შარეიძემ 102 წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა. ის წერს:

დღევანდელ დღეს გილოცავთ!

ნახეთ , რა გოგონებია, ნათელი, მომღიმარე სახეებით,1919 წლის 26 მაისი. დამოუკიდებლობის წლისთავს აღნიშნავს ქვეყანა. 102 წლის წინანდელი თბილისი, „შევარდენის“ გოგონათა ჯგუფი მიემართება ვაკისაკენ. საოცარი ფოტოა“.