მაღალი ვიბრაციის მქონე ადამიანი არანორმალური ძალის მქონე არსება არ არის, ეს ის ადამიანია, რომლის ენერგია გაწონასწორებულია, გონება ნათელია და გული მშვიდად ფეთქავს. ასეთ ადამიანებს ყველგან გამოარჩევ, თუ დაკვირვებას ისწავლი.
1. მშვიდი აურა და ჩუმი ძალა
ისინი არ ყვირიან, არ ცდილობენ ყურადღების მოპოვებას, მაგრამ მათი ყოფნა ოთახს ამშვიდებს. მათთან ყოფნა მსუბუქია და უსაფრთხოც.
2. ემოციური სტაბილურობა
მაღალი ვიბრაციის ადამიანი რეაგირებს, მაგრამ არ ფეთქდება. ის არ ებრძვის ცხოვრებას, უბრალოდ უყურებს და ირჩევს სწორი გზით მოქმედებას.
3. ენდობა პროცესს
არ ეძებს ყველაფრის კონტროლს. იცის, რომ ყველაფერი თავის დროს ხდება და ცხოვრების ნაკადს მიჰყვება შინაგანი სიმშვიდით.
4. არ განსჯის
არ ბოჭავს სხვის სივრცეს.
მათთვის ყველას თავისი გზა აქვს და განსხვავებულობა ბუნებრივია.
5. გულწრფელობა და სითბო
მაღალი ვიბრაციის ადამიანები არ მალავენ ემოციებს. მათში იგრძნობა გულწრფელი კეთილგანწყობა და კეთილი ნება.
6. ჯანმრთელი საზღვრები
მათ შეუძლიათ „არა“-ს თქმა წყენინების გარეშე, რადგან საკუთარი ენერგიის დაცვას პასუხისმგებლობით უდგებიან.
7. მადლიერება და პოზიტიური ფოკუსი
მათთვის ცხოვრება საჩუქარია და რთულიც კი. ისინი ხედავენ სიკეთეს იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევენ.
8. ძლიერად მოიზიდავენ ადამიანებს
თითქოს უხილავი მაგნიტი აქვთ, ადამიანებს უბრალოდ უხარიათ მათი სიახლოვე. მაღალი ვიბრაცია არის მშვიდი ენერგია, რომელსაც თავად ირჩევ - ყოველდღიური გადაწყვეტილებებით, ფიქრებითა და დამოკიდებულებებით.
და როცა ასეთ ადამიანს შეხვდები, იგრძნობ, თითქოს სამყაროს ჰარმონია მისგან იწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველა კუთხე და ნივთი ძვირფასია“ - დაათვალიერეთ ციცინო შურღაიას სახლი
⭕„გამორჩეული წყვილი“ - კახა კალაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕ექსტრავაგანტურობის ზეიმი Met Gala 2026-ზე: ვინ დაიპყრო წითელი ხალიჩა? - ნახეთ, ფოტოკოლაჟი 📷