როგორ გრძელდება ბრმად ქალური გენეალოგიური კარმა და რატომ არის თანამედროვე მამაკაცი ფემინური.
როგორ მამაკაცთან არ შეიძლება ურთიერთობა ან ოჯახის შექმნა?
„არასრულწლოვანთან“, „ბავშვთან“ - მათ ამოიცნობთ თამაშით ურთიერთობაში. გაურკვევლობით. გაბუტვებით, დასჯით, სიჩუმით, მანიპულაციებით, სიტყვებზე წამოკიდებით, გარჩევებით ქალთან.
თუ ევროპაში 5 წლის ბავშვი წაიქცევა, უმრავლესობა მათ შორის დედის ჩათვლით, აცლის რომ თავად ადგეს.
საქართველოში კი ბავშვის წაქცევა თავისთავად ტრაგედიაა და დედის ბრალია.. ამიტომ დედა წინასწარ გათვლის ბავშვის პოტენციურ ნაბიჯებს და დადგამს ბარიკადებს რომ არ არსებობდეს წ(გ)აქცევის შანსი.
ხოლო თუ მაინც გადაბრუნდა ფეხი ჩვენ ვიხილავთ თმებგაშლილ სახეწაშლილ გიჟ დედას რომელიც კივილით მირბის ააყენოს წაქცეული შვილი.. შვილს საშუალება არ აქვს იბრძოლოს და ამ ბრძოლის მეშვეობით ჩამოყალიბდეს მამაკაცური ენერგია.
საქმე მხოლოდ წაქცევას არ ეხება რა თქმა უნდა. ცხოვრებისეულ უმეტეს საკითხში დედა იღებს წინასწარ ზომებს, გადაწყვეტილებებს, აშენებს ბარიკადებს (დედები პირდაპირი მნიშვნელობით უკეტავენ ბედს შვილებს) აკონტროლებს, დომინირებს.
ჩვენ საქმე გვაქვს შიდა, რბილ,უხილავ და საკმაოდ რთულ კარმასთან. დედაბოძთან რომელიც არის გატოქსიკურებული მისი ბუნებისთვის არა დამახასიათებელი მასკულინურობის გამო.
ხშირ შემთხვევაში აქ მისი მეუღლე უძლურია ხოლმე. ქმრებს ან ეზარებათ შიდა სამზარეულოში ჩარევა ან არ სცალიათ ან არ გამოსდით.. ქალს აქვს ტოტალური კონტროლი ყველაფერზე.
სამწუხარო ისაა, რომ ეს პროგრამა ავტომატურად გადაეცემა დაჩაგრულ რძალს და ისიც იმავეს იმეორებს მომავალ რძალთან მიმართულებით - ახვედრებს მას ვერ გაზრდილ ბავშვ ქმარს და მტრულ დამოკიდებულებას.
ეს არის სტატია რომელიც აერთიანებს ქალებს შორის დინამიკას და მამაკაცების დაქვეითებულ ლიბიდოს, ინიციატივას და პასუხისმგებლობას ერთად.
ერთმანეთთან პირდაპირ იკვეთება ქალების კარმული თამაშები და მამაკაცების დაქვეითებული ენერგია.
დომინანტი და კონტროლიორი ქალების ვაჟები არიან დაპრესილი,ზარმაცი, დარბილებული და უუნარო.
სიტუაციაც ამწვავებს ისიც რომ თუნდაც რძალ-დედამთილურ ან პარტნიორულ, მეტოქეურ სიტუაციებში
ქალები კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან კაცის გამო.
ყველა იბრძვის ყველანაირად იმის გარდა, ვინც მართლა უნდა იბრძოდეს, ამ ქაოსში მამაკაცი ვერ იღებს მკაფიო გადაწყვეტილებებს, სუსტდება მისი ლიბიდო, ინიციატივა და პასუხისმგებლობა.. ისევ რაღაც სიურპრიზს ელოდება ან დედის ან შეყვარებულის მხრიდან, ისევ მაყურებლის და ამოსარჩევის როლშია.
ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის ურთიერთდაკავშირებული სისტემა.
მამაკაცის შიდა კონფლიქტი გამოწვეულია დედის გავლენით, დედის აქტიურობით ყველგან და ყველაფერში.
მამაკაცის ფსიქოსექსუალური ფორმირება დამოკიდებულია დედასთან ურთიერთობაზე.
თუ დედა არის ჰიპერმაკონტროლირებელი, ემოციურად დამპყრობელი, „მე უკეთ ვიცი“ პოზიციაში
მაშინ ყალიბდება ენმეშმენტი (enmeshment) ფსიქოლოგიური შერწყმა შერიგება პირველ ქალთან ანუ დედასთან რათა დედა ოდნავ მაინც დაცხრეს და დაწყნარდეს..
შედეგად მამაკაცი ვერ ახერხებს სრულ სეპარაციას. მის ქვეცნობიერში ქალი ასოცირდება შეზღუდვასთან, ქალი არის კონტროლი. სიყვარული კი დაკარგული თავისუფლებაა...
როცა ქალი მამაკაცისთვის ასოცირდება კონტროლთან, ქრება სექსუალური ლტოლვა, დაბლა იწევს ტესტოსტერონი და დევნის ინსტინქტი გადადის ინსტინქტში - „გაიქეცი“.
ანუ ქრება „ნადირობის“ ინსტინქტი. ქალი გადაიქცევა „დედის ფიგურად“ ლიბიდო ბუნებრივად ქვეითდება, რადგან
სექსუალური ენერგია თეთრიმაგიმაკავერ იბადება იქ, სადაც კონტროლია. სადაც ორი კაცი იმყოფება.
ბიოლოგიურ ფაქტორებში ამას აძლიერებს ქრონიკული სტრესი ანუ კორტიზოლი რომელიც აგდებს ტესტოსტერონს, ბრძოლის ,მოქმედების, გარკვევის უნარს. იწვევს ფიზიკური უმოქმედობას. ფემინურ მამაკაცში აღინიშნება
ჭარბი შაქარი და ინსულინის დისბალანსი, ასევე ცუდი ძილი შედეგად მამაკაცი ფიზიოლოგიურადაც სუსტდება.
ინიციატივისა და პასუხისმგებლობის დაკარგვას იწვევს გარემო როცა ბიჭი იზრდება იქ, სადაც გადაწყვეტილებებს ყოველთვის დედა იღებს! შეცდომის უფლება არ აქვს! მუდმივად კონტროლდება! დედამ იცის ყველაფერი სწორი მის შესახებ!
ის სწავლობს ერთ რამეს:
„ინიციატივა საფრთხეა“. ზრდასრულ ასაკში ეს იწვევს გადადებას, გადადების ფსიქოლოგიას ანუ დიდი კაციც კი ქვეცნობიერად ელოდება რომ დედა (ცოლი) მოვა და გადაწყვეტს სიტუაციას (procrastination). ასევე იწვევს
პასუხისმგებლობის არიდებას და ქალზე დამოკიდებულებას.
როცა ასეთი მამაკაცი შედის ურთიერთობებში ვერ ირჩევს მკაფიოდ, აჭიანურებს გადაწყვეტილებებს,
ტოვებს „ღია კარს“ რამდენიმე ქალისთვის.
რატომ? იმიტომ რომ ელოდება დედა როდის აირჩევს, რაც შეიძლება დიდი აუზიდან საუკეთესო პოტენციურ სარძლოს.
მაგრამ დედა ასე არ ფიქრობს...
მას საერთოდ არ სურს მეტოქე ოჯახში.
მას სურს უენო, ყურმოჭრილი მონა ისევე, როგორც თავის დროზე მისი „უუნარო“ ქმარი და მისი „დამჯერი“ ვაჟი..
დედიკოს დაწყნარების, სურვილების ასრულების და დაკმაყოფილების, ბედნიერების გარანტია. ამიტომ დედა უქმნის ილუზიას ვაჟს, რომ პრობლემა კონკრეტულად ამ გოგონაშია და შემდეგი (ანუ არარსებული ) მოეწონება.
მოსაწონი ვარიანტი კი არასოდეს მოდის, რადგან შექმნილია დედის ფანტაზიებით, პერფექციონიზმით.
ვაჟიც აგრძელებს ავტომატური რეჟიმით ბრმად ვარიანტების შეთავაზებას.
შედეგად ქალები იწყებენ საკუთარი თავის ერთმანეთთან შედარებას, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულ პაექრობას..ბრძოლას.. მტრობას..
დამტკიცებას „მე ვარ უკეთესი“ მამაკაცი ამ დროს ხდება არა ლიდერი, არამედ პასიური ცენტრი, რომლის გარშემოც ტრიალებს კონფლიქტი.
გამარჯვებული გოგონა გადადის შემდეგ ლეველზე და ე ბმება პაექრობაში მთავარ ურჩხულთან.. ურჩხულთან გამკლავების შემდეგ თავად ხდებიან ურჩხულები და იგივენაირად ექცევიან გოგონებს, პოტენციურ სარძლოებს.
ბუნებრივად ხომ ქალი ირჩევს,ქალია მიმღები და ამომრჩევი მაგრამ აქ უკვე კაცი ირჩევს ვის დაუჭიროს მხარი მისთვის ბრძოლაში.
რა თქმა უნდა დედას! პოტენციურ პარტნიორში. ძალიან ხშირად იმარჯვებს ქალი, რომელიც ასეთ მამაკაცთან არის მეორე დედა.
თვითონ იღებს დედის როლს, იწყებს მის კონტროლს,მართავს მას, „უქაჩავს“ ასე ვთქვათ, აკმაყოფილებს და ყველაფერს აკეთებს მისთვის!
„ასწავლის როგორ უნდა იყოს კაცი“და ეს კი კიდევ უფრო ამცირებს კაცის ლიბიდოს, ტესტოსტერონს, ინიციატივას
და ქმნის დახურულ წრეს.. აი კარუსელი..
შემდეგ მოდის კლასიკური კითხვა - რატომ გაიჩინა საყვარელი? იმიტომ ხომ არა რომ დედა და დედიკო აღარ იზიდავს?
რეალური მიზეზი გახლავთ პოლარობის დაკარგვა. ურთიერთობაში საჭიროა ორი განსხვავებული პოლუსი:
მიმართულება / ინიციატივა
მიმღებლობა / მოქნილობა
როცა კაცი არ იღებს პასუხისმგებლობას
ქალი იძულებულია აკონტროლოს.
ამ დროს პოლარობა ქრება და შესაბამისად ქრება მიზიდულობაც.
ეს ციკლი ექვემდებარება გარღვევას თუ მამაკაცის მხრიდან მოხდება სეპარაცია დედის გავლენისგან.მისი აზრების გამოყოფის გზით დედის აზრებიდან.
ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობის შექმნა. ფიზიკური რეჟიმის დალაგება (ძილი, ვარჯიში)
ახალი საკუთარი დისციპლინის ჩამოყალიბება. განსხვავებული გზა, საქმე, სახლი. საჭიროა თანდათანობითი
პასუხისმგებლობის მცირე ნაბიჯებით აღება, შემდეგ დიდის.
ქალის მხრიდან: თუ მოხდება
კონტროლის შეწყვეტა კონკურენციიდან გამოსვლა საკუთარი ღირებულების არდამოკიდება კაცის არჩევანზე.
მამაკაცის დაქვეითებული ლიბიდო, ტესტოსტერონი, ინიციატივა და გაანჩხლებული ქალები არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური პრობლემა. ეს არის ურთიერთქმედი ჯაჭვი რაც სათავეს იღებს ბავშვობის დინამიკიდან დედასთან ან მამასთან ურთიერთობით!
თანამედროვე ცხოვრების სტილში კი უმრავლესობაში გვხვდება ურთიერთობების არასწორი მოდელები როცა სისტემაში ერთვება ქალებს შორის კონკურენცია, კაცის სულიერი იმპოტენცია.
აქ იქმნება კარმული წრე, სადაც ყველა მხარე კარგავს ენერგიას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕„აიღეთ ფურცელი და ვერცხლისფერი ან ლურჯი კალამი“ - მერკურის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ