
ცნობილი თურქული სერიალის Emanet-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნანა, ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მონაწილეობს თურქულ სერიალში. ცხადია სერიალი, ქართველი მსახიობის წყალობით, მეტად პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში.
ნანუკა ამჯერად გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მონაწილეობდა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა თურქულ ზღაპარში.
„სტამბოლიშვილი მოხვდა სტამბოლში, ცოტა დაუჯერებელი ისტორია მაქვს. ზღაპრულად მოვხვდი, რეჟისორმა მიპოვა ინსტაგრამის საშუალებით. ენა ნელ-ნელა ვისწავლე. პირველი სეზონის ბოლოს ვსაუბრობდი ჩვეულებრივად, მაგრამ თავიდან მთელ ჯგუფში 80%-ი არ მესმოდა, არც თარჯიმანი იყო არც არავინ. ძალიან თბილები არიან და ვგრძნობ ამ პოპულარობას“,- იხსენებს ნანუკა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მათი ცეკვა „ქეთო და კოტეში“ დარჩა...“ - ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი?