
ყველა შაქრიანი ნუგბარი ერთნაირად არ მოქმედებს. ახალი კვლევის თანახმად, თქვენი მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის უფრო უარესი შეიძლება იყოს ტკბილი სასმელები, ვიდრე ტკბილის წახემსება.
FDA-ს დამტკიცებული პრეპარატები ინსულინის წარმოებას 48 საათში აღადგენს — ახალი კვლევა
სისტემურ მიმოხილვაში თავი მოუყარეს ნახევარზე მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს მთელი მსოფლიოდან.
აღმოჩნდა, რომ შაქრით დამტკბარი სასმლის ან ხილის წვენის ყოველი დამატებითი პორცია დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ზრდასთან.
მეორე მხრივ, საკვები შაქარი დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან.
შედეგები მიუთითებს, რომ ყველა შაქარი ერთნაირად ცუდი არაა თქვენთვის. ზოგიერთი ტიპი და რაოდენობა შეიძლება უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ინსულინის პრობლემებთან, ვიდრე სხვები.
„ეს პირველი კვლევაა, რომელშიც წარმოჩნდა დოზა-რეაქციის მკაფიო კავშირი შაქრის სხვადასხვა წყაროსა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს შორის. ეს კვლევა აჩვენებს, რომ რატომ არის შაქრის სმა, იქნება ეს გამაგრილებელი სასმელი თუ წვენი — ჯანმრთელობისთვის უფრო პრობლემურია, ვიდრე მისი ჭამა“, — ამბობს აშშ-ის ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი კარენ დელა კორტე.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენ გენაცვალოს შენი მამიტო...“ - გიორგი გაბუნია შვილის უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს
⭕ საბა საზონოვი – „რვა თვეზე მეტი გამიცდა, მაგრამ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად ვარ“