Digest Logo

მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა - როგორია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანის მდგომარეობა

1749708460
სასწრაფო

ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანი, ამ დრომდე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. მათ მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი გამოკვლევები.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მოხდა.

მიკროავტობუსს, რომლითაც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საბა საზონოვი – „რვა თვეზე მეტი გამიცდა, მაგრამ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად ვარ“

⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

🎥 „შესაძლოა წარსულში არსებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი...“ - 12 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

წყარო: rustavi2.ge