
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მისი აზრით, სიყვარულისა და გაერთიანების ნაცვლად, ქრისტიანულის აღქმა გამოწვეულია ფანატიზმით, სექტარიზმით და რელიგიური ომებით, რაც მასზე მოდის ადამიანების პაროდოქსულ მსხვერპლად ქცევას.
ლობჯანიძე ხაზს უსვამს, რომ როცა უცხო სიტყვები არ არის გულუბრყვილოდ აღქმული და ზუსტად არ არის გააზრებული, ისინი იწვევს ინფორმაციული ვირუსების გავრცელებას: სექტების ფორმირებას და ეროვნულ/სოციუმებში კონფლიქტების გაღრმავებას.
„რაც დრო გადის, დედამიწაზე ნელ-ნელა ყველა სახის ჭუჭყი ამოვა ზედაპირზე.
ბუნებრივია, იქნება ომები, სირთულეები, ეკონომიკური კოლაფსი... მაგრამ, როგორც მშობიარე მანდილოსანს აქვს ტკივილები და ბოლოს მთავრდება ტრიუმფით, ზუსტად ასე გავივლით ჩვენ ამ გზებს.
დედამიწაზე იქნება მხოლოდ უმაღლესი სიხშირის ენერგოვიბრაციები, რაც მიბმულია ღვთიური ძალის და სიყვარულის დიაპაზონზე.
ამ პოსტში ვისაუბრებ, თუ რა ფენომენია მე-5 განზომილება და კიდევ იმაზე, რომ ყველა მართალ, კეთილ და ჭეშმარიტად გაცნობიერებულ ადამიანს ნათელი მომავლის გარდა, ცუდი არც არაფერი მოელის.
დღევანდელ სოციუმში, როგორც ეზოტერიკოსებში, ისე სასულიერო პირებში, ფართოდ მუსირებს აღნიშნული საკითხი. + ამას ბოლო ჟამის და მეორედ მოსვლის ამბები, რაც სხვადასხვა წმინდა წერილშიცაა გადმოცემული ეს ყოველივე. „კალი იუგის“ ფაქტორია, ასევე გასათვალისწინებელი და საინტერესო.
დავიწყოთ განზომილებრივი სიხშირის მატებით: დედამიწაზე, დაახლოებით, ყოველ +- 2000 წელიწადში ერთხელ იცვლება ზოდიაქოს ნიშანი. დაცემის დღიდან მოყოლებული, ეს სამყარო სამგანზომილებიანია. საფეხურიც ამდენივეა. არსებობს, როგორც ზეციური, ღვთიური კანონები, ისე მიწიერი იურიდიული ფორმები. სპირიტუალურ განხრაში გვაქვს - ზესკნელი, შუა სკნელი და ქვესკნელი.
ზემო ვიბრაციები, თავიდან ბოლომდე მარადიულია. დედამიწა, ორ სამყაროს შორისაა მოქცეული და აქ წყდება, თუ რა გზას აირჩევს საბოლოოდ ადამიანი. ფაქტობრივად, უმარტივესი მათემატიკაა: ან ადიხარ მაღლა ან ჩადიხარ დაბლა. დედამიწა, მოძრავი საკლასო ოთახია, რაშიც შეხვდებით საყოფაცხოვრებოდ ყველაფერს, დაწყებული სახლით - დამთავრებული სასაფლაოთი.
გასული ორი ათასი წლის მანძილზე, ვიმყოფებოდით თევზების ზოდიაქოს თანავარსკვლავედში. თევზები განასახიერებს რწმენას, მიტევებას, პატიებას. ზუსტად მაგ დროს განკაცდა ღმერთიც და შემოვიდა მისგან ანალოგიური სწავლება. ამ განკაცებით ღმერთსა და ადამიანს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგა, რამე თუ ძველ აღთქმაში ყველა გარდაცვლილი სული, რაოდენ მართალიც არ უნდა ყოფილიყო შავეთში მიდიოდა. ქრისტეს განკაცებით კი სამოთხის კარი მიცვალებულთა სულებისთვის კვლავ გაიღო.
სამწუხაროდ, ადამიანებმა ისე ვერ იცხოვრეს ამ წლების მანძილზე, რომ რეალურად შეგვესმინა მაცხოვრის სიტყვები. მივიღეთ უამრავი ფანატიზმი, სექტა, რელიგიური ომები და საკონტინენტთაშორისო სიძულვილი, რაც დაუშვებელია.
დღევანდელობაში კი, რაც დრო გადის დედამიწაზე იცვლება სისტემა, მათ შორის ზოდიაქური ინგრესიის წინაშე ვდგავართ და მერწყულის ნიშნის გავლენები მატულობს. სრულდება ძველი და იწყება ახალი. ახალი კი ვერ დაიწყება, თუ ძველი კარგად არ დასრულდა.
მერწყული - ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, ჰაერის სტიქიაა: დამოუკიდებელი, თავისუფალი, ლაღი, კომუნიკაბელური, ტექნოლოგიური მეცნიერების მცოდნე, რეფორმატორი არსებაა. შემთხვევით, სადაც არ უნდა გაიხედოთ დღეს, ყველგან ამ თვისებებს ხომ არ ამჩნევთ? ტექნოლოგიური პროცესი იქამდე გადის, რომ რობოტების ეპოქაში გვიწევს შესვლა.
მერწყული გაცილებით დინამიკური და სწრაფი ნიშანია. ენერგოვიბრაციული მუხტები მატულობს. ახლა კოსმოსური ფანჯარა იხსნება და ყველას მოეთხოვება საბოლოო არჩევანის გაკეთება. მომდევნო წლის გაზაფხულიდან ეს ენერგიები კიდევ უფრო მეტად იქნება შემოსული და ადამიანები, რომლებიც სიყვარულის ეგრეგორიდან არ იკვებებიან მეტად გაუჭირდებათ მიმდინარე გარემოსთან ადაპტირება. მათში მოიმატებს ნევროზულობა, ორგანული და ფსიქიკური დაავადებების რიცხვი და ა.შ.
მე-5 განოზმილება დიდ სიხარულთან ერთად, დიდი გამოწვევაცაა. უნდა გავაანალიზოთ თუ სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის, რა არის მორალური და რა ამორალური ... რა დოზით გვჭირდება მეცნიერება და რამდენად სულიერი სწავლებები. თუ ამას ადამიანები არ გააცნობიერებენ და არ დაუახლოვდებიან ქრისტე ღმერთს, მის სწავლებებს, მაშინ ხაზს ვუსვამ - უსიყვარულობით მორიგი განსაცდელების წინაშე აღმოჩნდება ეს კონტინგენტი.
განზომილობრივი სიხშირის მატების პროცესში, ადამიანს მოეთხოვება მეტი სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული, მეტად ეხსნება კავშირი კოსმოსურ ბუნებასთან, ხედავს პარანორმალურ მოვლენებს, ერთგვარი ადაპტაბელური არსებაა მიღმიერ სამყაროსთან.
განზომილობრივი სიხშირის მატების პროცესი ემთხვევა წმინდა წერილის სწავლებებსაც: ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე, გარდამავალ დროში, ცხოვრების წესიც იცვლება. ადამიანები გახდებიან და არიან კიდეც - უგულოები, ყველაფერი გაივლის მომხვეჭელობისა და პირადი სიამოვნების საფეხურებზე, გარეგნული სილამაზისა და მატერიალური ფუფუნების თემები ნომერ პირველი საზრუნავი გახდება.
აირევა მცნებები: ის, რასაც ეძახით სიყვარულს - სიყვარული არ იქნება, რასაც ვეძახით მეგობრობას - მეგობრობა არ იქნება, რასაც ვეძახით თავისუფლებას და დამოუკიდებლობას - არც თავისუფლება იქნება და არც დამოუკიდებლობა. ადამიანებს წაერთმევათ ჭეშმარიტი სულიერება, ლოცვა, ცოდნა და აქედან გამომდინარე, მთავარი რამ - აზროვნება. სწორედ ამ დროს გადის დედამიწა და ამ დროში მიმდინარეობს სოციუმშიც კი გადარჩევა. ადამიანები ახლა აკეთებენ არჩევანს, თუ საით ურჩევნიათ წასვლა, ზეცისკენ თუ ქვესკნელისკენ. და როგორც ნათქვამია: „ვითარცა ნოეს დროს“ ქორწინდებოდნენ, მუშაობდნენ, საუბრობდნენ, საქმიანობდნენ. მაგრამ დაკარგული ჰქონდათ ღვთივსათნო ცხოვრება, ზუსტად ამ ეტაპს გადის ახლა დედამიწა და ეს ამას ექნება ლოგიკური წერტილი.
ბიბლიური მეორედ მოსვლის წინ იქნება რთული კატასტროფები, ატომური თუ ქიმიური შენაერთის ომები, მრავალი გაწყდება და ბევრი სახელმწიფო უბრალოდ შეწყვეტს არსებობას, მაგრამ ვიმეორებ: თუ ძველი კარი არ დაიხურა, ახალი არ გაიღება. და როგორი იქნება ახალი?
ადამიანთა სხეულებიც კი განსხვავებული იქნება. ქრისტე ღმერთი იყო პირველი, ვინც გვანახვა თუ როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანი. მართლებს განსულიერებული სხეული ექნებათ, ფაფუკი, პლაზმური ... შეიცვლება დედამიწის და საერთოდ კოსმოგონიური რაობა, არსებობა. სიკვდილი, როგორც კაცობრიობის ერთადერთი მტერი აღარ იარსებებს და დამყარდება მარადიული ყოფნა ღმერთთან.
დაახლოებით, ანალოგიურს გვაუწყებენ სხვა რელიგიებიც, მაგალითად: ინდურ ფილოსოფიაში შეხვდებით იუგებს. ,,იუგა“ ეს არის დროის პერიოდი ინდუიზმში. სულ 4 იუგა არსებობს: სატია - იუგა, ტრეტა - იუგა, დვაპარა - იუგა და ბოლო ყველაზე მძიმე, რაშიც ვართ, ბნელი - კალი იუგა.
კალი იუგის დროის ციკლში - ადამიანები არიან საოცრად ამპარტავანნი და ამ ამპარტავნობის გამო ხდება ძალიან ბევრი ომები, მტკივნეული შეჯახებები და დედამიწის ისტორიაში, ისე, როგორც არასდროს, ადამიანი ყველაზე დაცილებულია ღვთიურ ცხოვრებას. სხვათა შორის, ერთ-ერთი ინდუისტორი ცოდნებით 2030 - 2036 წლები იქნება სამყაროსთვის ძალზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ზონაში შედის კაცობრიობა.
ასე რომ, როგორც კოსმოსურად, განზომილობრივი სიხშირის მატებასთან ერთად, ჩვენ ვუახლოვდებით წმინდა წერილის მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებების აღსრულებასაც. წმინდა წერილიდანაც ვიცით, რომ 3 მნიშვნელოვანი ომი იქნება და მესამე ყველაზე რთული, მაგრამ ყველა სირთულე გადალახვადია.
ამ მოვლენებისა და სირთულეების შემდეგ, დაიწყება მართალთათვის მეტად სასიამოვნო, მარადიული და კარგი ცხოვრება, განახლებულ სხეულსა და სამყაროში, ფაქტობრივად, სამყაროს ახალი წესრიგის მომსწრენი გავხდებით, სადაც შიშის ენერგია, ეს ის შიშია, რასაც საფუძვლად სიკვდილი უდევს - მოისპობა.
ასე რომ, ღელვისა და დარდის დრო არ გაქვთ. ის, რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება. მიჰყევით ცხოვრებას და პარალელურად, განსაზღვრეთ თუ რა ხდება გარშემო და დაიკავეთ სწორი პოზიციები. თქვენი მთავარი ამოცანაც ესაა. მერწყულის ეპოქა - უამრავი ცვლილებით და ღრმა ღვთიური სვლებით დაიწყება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანის დეგრადაციის ცქერა, სამწუხაროდ, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა...“ - გია მურღულია
⭕„საოცარი კადრებია...“ - თაკო ჩხეიძის ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„შენ შეიძლება, რაღაც მაღალ საფეხურზეც კი გადაუხვიო გზიდან...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე