
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ლიტერატურა არ არის ვალდებული, მუდმივად ადამიანურ ანომალიებსა და გადახრებზე წეროს, რაც ასე შესამჩნევად პოპულარულია დღეს - ხანდახან ღირსებაზეც შეიძლება.
რაიმეს აკრძალვაზე, ცხადია, არ ვლაპარაკობ, მაგრამ ლიტერატურა, როგორც ერთხელ ფოლკნერმა თქვა, არის „ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან“ და ამ ჭიდილში კაცს გამხნევება და თანადგომა სჭირდება.
თავისი არსებით ლიტერატურა მხოლოდ აღწერა არ არის - მოტივაცია და მოწოდებაც უნდა იყოს.
ადამიანის დეგრადაციის ცქერა, სამწუხაროდ, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა კაცობრიობისთვის (ეს ნარკოტიკის მოხმარებას დაემსგავსა და სულ უფრო მეტ დოზას ითხოვს), კულტურას კი მხოლოდ განათლებული ღირსება ქმნის.
დაწერო კაცისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ ჭაობისკენ უბიძგო მას.
დაცემულობას ყალბი ესთეტიკა აქვს.
ეცადე, ფერისცვალებაში დაეხმარო, სული მოათქმევინო და გაუძლიერო, რწმენა და სიყვარული შემატო, იმედი გაუღვივო, სიკეთე მოანდომო და შეაძლებინო.
არ დაფარო ნაკლოვანებები, მაგრამ ეძებე სულის სინათლე - მის გარეშე არ არსებობს ადამიანი“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი კადრებია...“ - თაკო ჩხეიძის ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„შენ შეიძლება, რაღაც მაღალ საფეხურზეც კი გადაუხვიო გზიდან...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე