Digest Logo

🎥 რომელი სუვენირების ჩამოტანა არ შეიძლება ეგვიპტიდან და რატომ? - „კატეგორიულად არ შეიძლება ცხვირსახოცის ჩუქება“

1731411762
თიკა ქოქაშვილი

თუ ახლო მომავალში მოგზაურობას და იქიდან სუვენირების საჩუქრად წამოღებას გეგმავთ, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი იყო, სადაც მან საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა. 

როგორც თავად ამბობს, თუ მოგზაურობიდან ქალისთვის საჩუქრად ლოტოსის სიმბოლოს წამოიღებთ, კარგი იქნება. კატეგორიულად არ შეიძლება ცხვირსახოცის ჩუქება, რადგან ის ცრემლთან ასოცირდება.

„ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი ენერგია. თუ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ, საჩუქარზე, ჯობია საერთოდ არ წამოიღოთ. სიმბოლიკის ცოდნა ძალიან რთულია, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. ჯობს ეგვიპტიდან ნელსაცხებლები წამოიღოთ, ვიდრე პაპირუსები. 

აკრძალულ სუვენირებში შედის ფიტულები. თურქეთში ძალიან უყვართ თვალის სიმბოლო, მისი ჩუქება არ არის აკრძალული. უბრალოდ, მსგავსი დამცავები სამუდამო არ არის. 

არ აჩუქოთ იარაღი, დანა. თუ რელიგიურად არ უყურებთ, შეგიძლიათ ბუდას ქანდაკებაც წამოიღოთ.

სასურველია ქალს ლოტუსის სუვენირი აჩუქოთ, ასევე სამკაული ან სუნამო.

კაცს თუ სჩუქნით ქამარს ან საფულეს, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოსყიდვა, სიმბოლური თანხით, თუნდაც რკინის ორ ლარიანით“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

მისივე განმარტებით აკრძალული ნივთების სიაში შედის: საათი, ფარაონის გამოსახულების ნივთები, ის რაც სიძველეს უკავშირდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მოუწესრიგებელს ვერ მნახავთ, სახლის ტანსაცმელი არ მაქვს და ეს ბებიამ მასწავლა“ - რას ამბობს ნინო ჩხეიძე

„ძალიან მაღალია შიშების, შფოთვების, დეპრესიის ალბათობა“ - ასტროლოგი ასახელებს შედეგებს, რასაც 16 ნოემბრის სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მოუტანს

„ზოგიერთისთვის მტკივნეული პერიოდია... ყურადღება საჭირო იქნება ურთიერთობებზე, ფინანსებზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე“ - ასტროლოგი სავსემთვარეობაზე