Digest Logo

🎥 „როცა მამაჩემი მეტყოდა დღეს ნული იყავი და არ გამოგდიოდა თამაშიო, გული მტკიოდა...“ - ფეხბურთელის შიშები, ემოცია და პირველი შეხება ბურთთან

1721122026
ქოჩორაშვილი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში და ესპანურ კლუბ „ლევანტეში“ აქტიურად მოღვაწეობს, სტუმრად იყო გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

მან, ბავშვობაზე, ნაკრებში თამაშზე, ემოციებზე, შიშებსა და სხვა საინტერესო ამბებზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, „ვინ იყო თქვენი კუმირი?“ - ასე პასუხობს ქოჩორა:

გიორგი ქოჩორაშვილი: ჩემ შემთხვევაში ბავშვობაში კუმირი იყო რონალდინიო. როცა სახლში ვბრუნდებოდი youtube-ზე ვწერდი რონალდინიოს ვიდეოებს, ვუყურებდი და მერე გარეთ ვთამაშობდი. რონალდინიო იყო ის, ვინც ფეხბურთი შემაყვარა.

შემდეგ კი იყო - მესი, კრიშტიანუ რონალდუ თავისი შრომით და ტალანტით, რომელიც ჩემი ბავშვობის კუმირი იყო. 

ფეხბურთი არის სიყვარული და სწორედ სიყვარულით უნდა შეძლო, რომ რაღაცას მიაღწიო. 

თუ გინდა, რომ ფეხბურთი დიდი ხანი ითამაშო და შენი ფიზიკურობა გაგყვეს დისციპლინა უნდა დაიწყო 14 - 15 წლიდან. აქ დიდი ყურადღება ეთმობა სწორ ძილს და კვებას. 

მე მირჩევნია, რომ ჩემ თავზე ვივარჯიშო, სწორად ვიძინო და ვიკვებო ამის შემდეგ კი, როცა სტადიონზე გავდივარ უფრო უკეთ გამომდის ყველაფერი. 

თუმცა არიან ფეხბურთელები, მათ შორის რონალდინიო, რომელსაც უნდა მისცე თავისუფლება, რომ გამოავლინოს ის თვისებები სტადიონზე რაც მას აქვს. 

ასევე ყველაზე კარგი მწვრთნელები არიან ის ადამიანები, ვინც ამ თავისუფლებას და პიროვნებას კარგად იცნობენ.

 როდის მიხვდი, რომ ფეხბურთს უყვარხარ?

გიორგი ქოჩორაშვილი: ხშირად ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ვყოფილიყავი მაღალი დონის ფეხბურთელი და მეთამაშა მაღალი დონის ფეხბურთი. ეს იყო, როდესაც ვიყავი ლევანტეში მეორე გუნდში, საქართველოს ნაკრებში არ მიწევდა 21 - წლამდელები შემდეგ თამაში და მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერს ვაძლევდი ფეხბურთს და ფეხბურთი არ მიბრუნდება იმ სიყვარულს. როცა ამაზე დავფიქრდი და დავსვი კითხვები მივხვდი, რომ ფეხბურთს აღარაფერი აქვს მოსაცემი მან მე მომცა ყველაფერი რაც მაქვს. იგივე მეგობრები, სიყვარული და ეს სიყვარული მაგით დამანახვა. 

ბურთთან პირველი შეხება როდის გქონდათ?

გიორგი ქოჩორაშვილი: თუ არ მატყუებენ ეს იყო 9 თვის ასაკში. თუმცა 4 წლის ასაკიდან უკვე შემიყვანეს ფეხბურთზე და იქიდან დავიწყე გურჯაანში ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული.

მე მგონი ის ყველაფერი რაც ბავშვობაში არ მქონდა დღეს მიბრუნდება და ხალხი, რომელიც ქუჩაში მხვდება და მადლობას მეუბნება განახებს, რომ ის შრომა რაც გააკეთე ღირდა.

როდესაც თამაშს დავამთავრებ ალბათ ვერ გავძლებ ფეხბურთის გარეშე და ის ცოდნა რასაც დავაგროვებ მინდა, რომ ის ახალგაზრდებს დავეხმარო ვისაც ფეხბურთი აინტესებს და ვიყო ფეხბურთთან ახლოს.

შეიძლება კრიტიკა პირადად არ მოგივიდეს, მაგრამ ნახო შენი თამაში და მიხვდე რატომ არის ხალხი გაბრაზებული შენზე და ის შეცდომა გამოასწორო. 

მქონია ფიქრები, რომ თუ ცუდად ვითამაშებდი ან მამაჩემი მეტყოდა დღეს ნოლი იყავი და არ გამოგივიდა ის თამაში, მე გული მტკიოდა რადგან ვიცოდი ის ადამიანი მოდიოდა და იმ თამაშს უყურებდა, მაგრამ უკვე ეს ყველაფერ გადალახული მაქვს, რადგან ვიცი რომ მე ყოველდღიურად ვემზადები, და ვისიამოვნო თამაშით.

არის თუ არა ღელვა აუცილებელი, რომ იყო წარმატებული?

გიორგი ქოჩორაშვილი: კი შეიძლება ეგრე იყოს შიშსს და ემოციას აქვს დიდი ძალა. როცა თამაშის დღე დგება ეს შიში გაქვს დილის 9 საათიდან, და თუ ეს აღელვება თამაშამდე გაგყვება დიდი ენერგიას გაკარგვინებთ. 

თუ ფსიქოლოგიურად და მენტალურად არ ხარ მზად ფეხბურთის თამაშს ვერ გადაიტან, ეს უფრო გონებრივი თამაშია.

ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ 👇

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საუკეთესო მეგობარი, მიყვარხარ“ - დათუნა მგელაძეს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა“ - შოთა არველაძე

🎥 „შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული, ის არის ადამიანი სიმშვიდის და სიწყნარის განსახიერება....“ - ნუცა თოფურია დედაზე