Digest Logo

🎥 „როცა ვამბობთ, რომ მეორე ნახევარი ვიპოვეთ, მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს ის, რაც ჩვენ გვაკლია“ – თამარ აქუბარდია კარმულ სიყვარულზე

1772816923
თამარ აქუბარდია

ასტროლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე ხშირად გვიზიარებს ასტროლოგიურ რჩევებსა და რეკომენდაციებს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კარმული სიყვარულზე საუბრობს.

„ურთიერთობებში აუცილებელია, რომ იყოს მნიშვნელოვანი კავშირი. ერთი ადამიანის რუკაში უნდა ირეკლებოდეს ის, რაც მეორე ადამიანს აქვს. შეიძლება აქ იყოს რამე ფრაგმენტული ნაწილიც.

ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ კარმული ურთიერთობა უნდა იყოს მაინცდამაინც წინა ცხოვრების ურთიერთობა, სინამდვილეში კი ეს შეიძლება იყოს არქეტიპულ ენერგიასთან კავშირში.  ადამიანს, როდესაც ხედავს მეორე ადამიანში იმ ენერგიას რაც მას სჭირდება ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა რაღაც და ამისთვის მერე ჩვენ აღარ ვართ მზად. 

როცა ვამბობ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე - აქ მნიშვნელოვანია მე რაც მაკლია, მას ჰქონდეს რომ შევქმნათ მთლიანობა. ამ მეორე ნახევარს კი ჩვენ ვიყენებთ, რომ გვინდა უბრალოდ ბედნიერება და სინამდვილეში ამ ურთიერთობაც აქვს უფრო ღრმა მისია, რომ ის მეორე ნახევარი სხვაში დავინახოთ და გავაერთიანოთ. ჩვენ კი არაფერს არ ვაკეთებთ და ვჯდებით სხვის ენერგეტიკაზე. 

რაც უფრო დამსხვრეული ადამიანი წვრილ ნაწილებად უფრო უჭირს ურთიერთობებში შესვლა, რადგან სარკე შეიძლება იყოს ის ადამიანი ამ დამსხვერულობის. როცა ადამიანები იზიდავენ ნარცის და ტოქსიკურ ადამიანებს ხართ მსხვერპლის როლში, ასეთ ადამიანებს თუ იზიდავთ ე.ი. კარგი ნიადაგი ხართ მსგავსი ტიპის ადამიანებისთვის, თუმცა აუცილებელია შეიძინოთ შინაგანი დაცვა“, - ამბობს თამარ აქუბარდია.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის“ – დავით კაჭარავა

⭕„სხვა შანსი აღარ გვექნება აქედან წასვლის...“ - ტაილანდში ჩარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს!

⭕„ყველას არ მოეთხოვება სამყაროს კანონზომიერებების წვდომა, მაგრამ ყველას მოეთხოვება ელემენტარული ზრდილობა“ - Abagael Bug მიმართვას ავრცელებს