Digest Logo

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას უნდა წაიკითხოთ

1756365509
ლოცვა და სანთელი

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა) თორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია.

გთავაზობთ სამი ლოცვას, რომელიც მარიამობას უნდა წაიკითხოთ. 

ღვთისმშობელმა გაახაროს კაცობრიობა, გაახაროს საქართველო, თითოეული ოჯახი.

ლოცვა:

1. შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

2. მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

3. ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას. ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ..

დედაღვთისა შეგვეწიოს….

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებას მარიამობას ულოცავს და შვილების კადრებს აქვეყნებს

⭕„მარიამობას გილოცავთ! დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის ღვთაებრივ ძეს შეავედროს ჩვენი საქართველო, თითოეული თქვენგანი და ყველა, ვინც გიყვართ“ - გია მურღულია

⭕როგორი ამინდი იქნება 28 აგვისტოს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით