აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.
შალვა ამონაშვილი მშობლებს სამ წიგნს ურჩევს, რომელიც მშობლებმა ბავშვებს თავად უნდა წაუკითხონ.
„პატარა პრინცი“ - წავიკითხოთ, მერე ისევ გადავიკითხოთ და ბავშვს თავად მოუნდება, კიდევ დაუბრუნდეს იმიტომ, რომ იქ ისეთი აზრებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი უნდა გახდეს.
„თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ - ძალიან გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ და ბავშვსაც წააკითხოთ. ეს მე-4-მე-7 კლასში საკითხავად კარგია.
„ლურჯი ფრინველი“ - ფრანგი მწერლის ნაწარმოებია, სადაც აღწერილია როგორ მოგზაურობენ პატარა ბავშვები სხვადასხვა სამყაროში“, - აცხადებს შალვა ამონაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად - „ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს...“
🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი