Digest Logo

🎥 „საქართველოს ფოსტის“ სახელით შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლითაც ბოროტმოქმედებს ვამდიდრებთ - რა უნდა ვიცოდეთ?

1721734549
ლევან ჩიკვაიძე

თაღლითური სქემები და გაძარცული მოქალაქეები, „საქართველოს ფოსტის“ სახელით შექმნილი ყალბი ვებგვერდები და სამგზავრო ბარათები, რომლითაც ბოროტმოქმედებს ვამდიდრებთ! - აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი გადაცემა „იმედის დღემ“ მოამზადა.

„იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რომელმაც დეტალურად განმარტა, რომ შეტყობინებები არის თაღლითური ხასიათის.

„პერიოდულად აქტიურდებიან, თაღლითური სქემის ავტორები და „საქართველოს ფოსტის“ ატრიბუტიკით ცდილობენ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. მინდა გითხრათ, რომ „საქართველოს ფოსტა“ მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს არასოდეს აგზავნის მით უმეტეს, არ ითხოვს პერსონალური მონაცემების შეყვანას. „საქართველოს ფოსტის“ შეტყობინებები არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის. ასევე არ ვითხოვთ საბანკო მონაცემების დაფიქსირებას. თუ კი თაღლითური სქემით გამოგზავნილ შეტყობინებებს კარგად დააკვირდებით, მარტივად მიხვდებით რომ ეს ჩვენი გამოგზავნილი არ არის“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო ემიგრაციაში ცხოვრება...უნდა ემუშავა რამდენიმე სამსახურში, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი“ - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ დედაზე

⭕„რა არის ახალი?...“ - ნინი ბრეგვაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „გამარჯობა საქართველო...“ - „ლევანტეს“ ფეისბუკის ადმინი ქართულად ალაპარაკდა