ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკა „დედას“ სტუმარი იყო.
მშობლების განშორება, ემიგრაცია, ჯანმრთელობის პრობლემები - აღნიშნულ თემებზე თაკომ გულწრფელად ისაუბრა და საკმაოდ რთული პერიოდის შესახებ საზოგადოებას უამბო, რა დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა.
„დედაზე როდესაც ვიწყებ ფიქრს, მომენტალურად თითქოს სიყვარული მეღვრება სხეულში. მან მთელი ცხოვრება გაატარა ჩემზე ზრუნვაში და ახლა მინდა რომ მე გავუფერადო დღეები. განცდა მაქვს იმისა, რომ მე ისეთი შვილი ვარ, როგორიც მას უნდოდა. ვიცოდი რომ ემოციების გარეშე ამ ინტერვიუს ვერ ჩავწერდი.
ყველას ცხოვრებაში არის რთული პერიოდი. დედაჩემისთვის სირთულეები გაჩნდა მაშინ, როდესაც იგი ჩემთან ერთად მარტო აღმოჩნდა. დაახლოებით 25 წლის იყო. დედა მიდიოდა სამსახურში შემდეგ ბრუნდებოდა, ისევ მიდიოდა ღამის 12 საათზე და გამთენიას ბრუნდებოდა. ასევე საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა, რომ მე საჭმელი მეჭამა.
ჩვენი ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო ემიგრაციაში ცხოვრება, არა იმიტომ რომ მე სამშობლო არ მიყვარს, არამედ ოჯახს ჰქონდა სრულფასოვანი სახე. დედა მამა და მე. მაშინ ვიყავი ყველაზე ბედნიერი. ბავშვობის ტრავმა დარჩა ტრავმად“, - ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა არის ახალი?...“ - ნინი ბრეგვაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „გამარჯობა საქართველო...“ - „ლევანტეს“ ფეისბუკის ადმინი ქართულად ალაპარაკდა