Digest Logo

🎥 „გამარჯობა საქართველო...“ - „ლევანტეს“ ფეისბუკის ადმინი ქართულად ალაპარაკდა

1721717758
ხავი დე ლა როსა

ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება.

ხავიმ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ქართული კერძები გაესინჯა, რაშიც გიორგი ქოჩორაშვილი დაეხმარა. 

ამჯერად ლევანტეს ოფიციალურ გვერდზე იგი აქვეყნებს ვიდეოს ქოჩორაშვილთან ერთად, სადაც ქართულად საუბრობს და საზოგადოებას ესალმება.

„გამარჯობა საქართველო, ნელ-ნელა ვსწავლობ. გამოიცანით ვისთან ერთად ვარ“, - ამბობს ხავი ვიდეოში.

ხავი დე  ლა ოსას ვიდეომ ქართული აუდიტორიის ყურადღებაც დაიმსახურა:

„ვაიმე რა საყვარელია. როგორ უყვარს საქართველო და ქართველები. მადლობა ჩვენს ბიჭებს, რომ მთელ მსოფლიოს ასე შეაყვარეს თავი“

„რა კარგი ადამიანია, ბედნიერი დღე ბიჭებო“

„როგორ ცდილობს ისწავლოს ქართული და ჩვენს კულტურას გაეცნოს“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წაიკითხეთ... დარწმუნდებით, რომ პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა“ - რას წერს მწერალი ნანა აკობიძე?

🎥 „ვტირი მართლა... რა ლამაზია“ - ემოციური კადრები სოხუმიდან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში