Digest Logo

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

1727684198
მართვის მოწმობა

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ

🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე