Digest Logo

სარკე კარის პირდაპირ - რას გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი

1777138478
სარკე სარკე

ფენ-შუის ფილოსოფიაში, სახლის შემოსასვლელი სივრცე, ენერგიის გამტარად მიიჩნევა, საიდანაც საცხოვრებელში წარმატება, კეთილდღეობა და სასიცოცხლო ძალა შემოდის. სწორედ ამიტომ, ამ სივრცის მოწყობისას თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხშირად გაგვიგია, რომ არასწორად დაკიდებულმა სარკემ, შესაძლოა სახლის ენერგეტიკული ბალანსი სრულად დაარღვიოს.

ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია სარკე პირდაპირ შემოსასვლელ კარს უყურებდეს. ამ დროს, ის ერთგვარ ბარიერად იქცევა და ნაცვლად იმისა, რომ სახლში შემოსული დადებითი ენერგია სივრცეში განაწილდეს, სარკე მას გარეთ აბრუნებს, ან თავის „მეხსიერებაში“ ბლოკავს. შედეგად, საცხოვრებელი გარემო სასიცოცხლო რესურსისგან იცლება. 

როგორ განვათავსოთ სარკე ისე, რომ მან სახლში ჰარმონია შემოიტანოს და რა უნდა გავითვალისწინოთ შემოსასვლელი ზონის მოწყობისას? ამ თემაზე თიკა ქოქაშვილმა ნათია შელეგიას პოდკასტში ისაუბრა.

„სახლში რომ შედიხართ, სარკე არ უნდა იყურებოდეს პირდაპირ. კარს რომ გააღებთ, არ უნდა გხედავდეთ და ენერგიას არ უნდა იჭერდეს... იმიტომ რომ შემოსული ენერგია სარკემ თუ დაიჭირა, ის მთლიანად გარეთ გაუშვებს ან მეხსიერებაში შეინახავს.

ამ შემთხვევაში ენერგია სახლში არ შევა და არაფერს არ მოგვიტანს.

ამიტომ სარკეს ისეთ ადგილას ვანთავსებთ, რომ მთავარ კართან არ ჰქონდეს კავშირი და არ ხედავდეს. 

მაგალითად შეიძლება სარკე მთავარი კარის უკანა ნაწილში განთავსდეს, სადაც სახლში შმოსული ენერგია ვერ დაინახავს. ასე გადავარჩენთ ენერგიებს დაკარგვისაგან.

შემოსასვლელ სივრცეში ყურადღება უნდა მივაქციოთ ფეხსაცმელებს. ისინი კართან ახლოს არ უნდა ელაგოს. სივრცე აუცილებლად მილაგებული უნდა იყოს.

ამ სივრცეში სპეციალისტები ხშირად ვიყენებთ ნახატებს, ქარის მუსიკას, რომელიც ენერგიების აქტივატორია...ასევე სასურველია მცენარეების განთავსებაც. 

ახლა უკვე შემოვიდა ტენდენცია იაპონური სიმბოლიკიდან - ფისო "მანეკი-ნეკო", რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება შემოსასვლელში, ესეც აქტივატორია, რომელიც ხელს იქნევს და ეძახის დადებით ენერგიებს, რომ შემოვიდნენ,“ - ამბობს ფენ შუის სპეციალისტი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„6გ ცილა ხელს უწყობს კუნთების ზრდას და აღდგენას“ - ნახეთ, რამდენად სასარგებლოა ერთი ცალი კვერცხი

⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე