Digest Logo

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით - როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში - 7 წუთში

1761506308
გაძარცვეს ლუვრი

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით - ლუვრის ძარცვის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. გუშინ დააკავეს 4-დან 2 ეჭვმიტანილი. სამართალდამცველები ბრალდებულებთან ერთად მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სამეფო გვირგვინებს და უნიკალურ ძვირფასეულობას ეძებენ.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმიდან წაღებულია იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტებისა და ზურმუხტების ყელსაბამი, ეუხენიას საიმპერატორო ტიარა და გულსაბნევი, ასევე დედოფალ მარია-ამელიას სამკაულები.

როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში - 7 წუთში? ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ და ხელოსნების უნიფორმა ეცვათ. მძარცველები დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შევიდნენ, აივანზე კი მოძრავი სატვირთო ლიფტით მოხვდნენ. ისტორიული სამკაულები ლუვრის სამხრეთ ფლიგელის მეორე სართულზე, "აპოლონის გალერეის" ორ ვიტრინაში ინახებოდა. ამავე ფლიგელშია დაცული ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა" და სამი უდიდესი ბრილიანტი.

მძარცველებმა ყველაფერი ვერ წაიღეს, სიჩქარეში მათ ბრილიანტებით მორთული გვირგვინი დაუვარდათ, რომელიც დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე დარჩათ ინსტრუმენტები, ხელთათმანები და რადიოგადამცემი, რაც გამოძიებას დამნაშავეების ძებნაში დაეხმარა.

100-მდე გამომძიებელი იძიებს "საუკუნის ძარცვას". დრო სამართალდამცველების წინააღმდეგ მუშაობს. მოპარული სამკაულები პირველადი სახით შეიძლება უკვე აღარც არსებობს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემოციურად დატვირთული დღეები იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისაგან

⭕შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „შეუდარებელი ხარ“

⭕„გააკეთეთ გენერალური დასუფთავება და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი“ - თაკო მელიქიშვილი 26 ოქტომბრის ენერგიებზე

წყარო: rustavi2.ge