Digest Logo

საზაფხულო ანტისტრესი: რატომ იქცა „ქარის ზარები“ სეზონის მთავარ სულიერ ტრენდად

1781376780
ქარის ზარები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, როდესაც ადამიანები ყოველდღიური სტრესისგან დასვენებასა და სიმშვიდეს ეძებენ, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეზოების, აივნებისა და საზაფხულო სივრცეების დეკორირება. თუმცა, წელს დიზაინერები და ეზოტერიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქსესუარი „ქარის ზარებია“ Wind Chimes, რომელსაც ადამიანები ხშირად საკუთარი ხელით, ზღვის ნიჟარებისა და მძივებისგან ამზადებენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს ნივთი მხოლოდ ლამაზი საზაფხულო დეკორაცია არ არის, არამედ მას ღრმა ფსიქოლოგიური და თერაპიული ეფექტი აქვს.

ბუნების ხმების თერაპია, როგორ მოქმედებს ნიჟარების წკარუნი ტვინზე?

ნეიროფსიქოლოგების კვლევების მიხედვით, ზღვის ნიჟარების, მინის დეტალებისა და ხის ნაჭრების ნაზი შეხება, რომელსაც ზაფხულის მსუბუქი ნიავი იწვევს, ადამიანის ტვინში „თეტა ტალღებს“ ააქტიურებს. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ღრმა მედიტაციის ან ზღვის პირას დასვენების დროს აღწევს.

ნიჟარების ბუნებრივი ხმა ამცირებს შფოთვას და ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს აქვეითებს.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში (ფენ-შუი) მიიჩნევენ, რომ ქარის ზარებს სახლში სტაგნაციური, უარყოფითი ენერგიის გაფანტვა და სიცოცხლის ახალი ძალების შემოტანა შეუძლია.

სოციალურ ქსელებში, მათ შორის Pinterest-სა და TikTok-ზე, ნამდვილი ბუმია ვიდეოების, სადაც ადამიანები თავად ქმნიან ამ აქსესუარებს. ზღვის სანაპიროზე შეგროვებული ნიჟარები, ფერადი მძივები და პატარა მეტალის დეტალები საუკეთესო მასალაა ექსკლუზიური ნივთის შესაქმნელად.

„როდესაც ნივთს საკუთარი ხელით აკეთებ, მასში შენი პირადი, პოზიტიური განზრახვა და ენერგია გადადის. ყოველი ნიავის ქროლვაზე ეს ხმა გახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოძრაობს და იცვლება უკეთესობისკენ,“ - წერენ ბლოგერები.

მაქსიმალური ეფექტისთვის, ქარის ზარები აივანზე, ფანჯარასთან ან ბაღში, ხის ტოტზე ჩამოვკიდოთ, სადაც ჰაერის ნაკადი მუდმივია. ეს მარტივი ნივთი დაგეხმარებათ, საკუთარ სახლში პატარა, მყუდრო საზაფხულო ოაზისი შექმნათ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ამ გაზაფხულის ბალღები“ - თბილისის ზოოპარკი შვლის ნუკრების ვიდეოს აქვეყნებს

⭕ არ გირჩევთ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს - 13 ივნისის ენერგიები

🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება