Digest Logo

🎥 სელინ დიონის პირველი გამოჩენა ავადმყოფობის შემდეგ და „გრემის“ შთამბეჭდავი ცერემონია

1707122084
ტეილოს სვიფტი

4 თებერვალს ლოს-ანჯელესში პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური ჯილდოს, „გრემის“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა.

ნომინანტები სულ 94 კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოსული სიმღერებისა და ალბომებისთვის. „გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოა, რომელიც 1958 წლიდან გაიცემა.

„დიდი ხანია, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაწუხებს და ძალიან გამიჭირდა ამ გამოწვევებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე“, - თქვა სელენ დიონმა დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ პირველი გამოჩენისას. ის გრანდიოზულ მუსიკალურ საღამოზე დაბრუნდა.

მომღერალმა ტეილორ სვიფტს წლის ალბომის ნომინაცია გადასცა. სწორედ 27 წლის წინ სელინმაც ეს ჯილდო დაიანა როსისგან და სტინგისგან მიიღო.

წელს წლის ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული Midnights by Taylor Swift გახდა.

ტეილორი  პირველი არტისტია გრემის ისტორიაში, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის კატეგორია მეოთხედ მოიგო.

წლის ჩანაწერი Flowers - მა მოიგო. მაილი საირუსმა პირველი გრემი მიიღო კარიერაში.

წლის საუკეთესო ახალი არტისტი კი 34 წლის ასაკში მიქტორია მონე გახდა.

საუკეთესო როკ-ალბომად აღიარეს ჯგუფ Paramore-ის This is Why.

რეპის საუკეთესო შესრულებისთვის „გრემით“ დააჯილდოვეს მაიკლ სანტიაგო რენდერი, რომლის ფსევდონიმია Killer Mik.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ ია ფარულავა 57 წლის გახდა - „უბერებელი, ქართული სილამაზე“

⭕ „10 თებერვალს დრაკონის წელს დადებითი განწყობით შევხვდეთ, რადგან მთელი წელი ზუსტად ისეთი განწყობა გვექნება“ - მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე

🎥 „ჩვენი 14 ქორწილიდან ვერც ერთს გამოვარჩევ“ - გაიცანით წყვილი, რომელიც ყოველ წელს ახლიდან იხდის ქორწილს