Digest Logo

🎥 შეიძლება თუ არა, ხელოვნურმა ინტელექტმა ღმერთთან დაგვაშოროს? - რას ამბობს ერეკლე შონია

1795597559
 ერეკლე შონია

„ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები ღმერთთან ხომ არ გვაშორებს და ხელს ხომ არ გვიშლის უფრო მეტად, რომ ვიყოთ ღმერთთან ახლოს?“, - ამ კითხვაზე პოდკასტში „ცირასთან - იქ, სადაც პასუხია!“ მკვლევარი ერეკლე შონია საუბრობს და საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას, ელოდება თუ არა ეს საშიშროება კაცობრიობას.

„დავარქვათ, რომ ღმერთთან ახლოს ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ღმერთის კანონებთან და წესებთან ახლოს ვიყოთ.  ჰარმონიაში ვიყოთ მის წესებთან, რომელიც ხდება ჩვენ გარშემო. ეს არის ღვთაებრივი წესები, ათეისტებისათვის, ეს არის ბუნების წესები და აქედან გამომდინარე სინამდვილეში ერთი და იგივეა ღვთაებრივი ის წესები და ის მდგომარეობა, რაც იმ პერიოდს ახასიათებს.

თუ ჩვენ ვართ ჰარმონიაში ამასთან, თავისთავად ვართ დამშვიდებული, დაწყნარებული, მდგრადები.  როცა არის ახალი ცივილიზაციური ნახტომი და კაცობრიობა, რომელიც გამომგონებელია და აქვს არჩევანის უფლება - ამ დროს კაცობრიობა დგება ისეთ საფეხურზე, რომ სანამ ის ამ პროგრესს შეეგუება, არის საშიშროება რომ აირჩევს ცოტა აგრესიულ გზას, თუნდაც ამ გამოგონების ან ახალი სიახლის ახალი ცივილიზაციური ნახტომის გამოყენების.

თუ აირჩევს მარადიულ გზას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანურ წესებს, სიმშვიდეს, სიყვარულს - აქედან გამომდინარე ნებისმიერი ასეთი ცივილიზაციური ნახტომი მნიშვნელოვანია. ასეთ დროს ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანურმა წესებმა იმძლავროს და ადამიანი შენარჩუნდეს ამ პლანეტაზე, ისე რომ ახალმა მონაპოვარმა არ გაგვწყვიტოს“, - ამბობს ერეკლე შონია.

ვრცლად ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თურქულ შოუბიზნესში სკანდალი გრძელდება: ნარკო-ბრალდებით ცნობილი მსახიობები დააკავეს

⭕„პულსი და სუნთქვა არ ჰქონდა“ – თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის კაცის სიცოცხლე გადაარჩინა

⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის

✕