
მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა, რის გამოც, პოლარული ციალი ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც ჩანდა.
ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.
რასთან იყო ეს მოვლენა დაკავშირებული, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„შემთხვევით არ იყო, ახლა არის ძალიან ძლიერი გეომაგნიტური გამოსხივება, გეომანტია დაიძაბა და შეიძლება პრობლემები შეექმნას ტექნიკას, ასევე ეს მოვლენა გავლენას ახდენს წნევაზეც, ამიტომ იყავით ყურადღებით“, - ამბობს ცაგარელი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით
🔵„არავითარი კონფლიქტები, ცის კაბადონზე საომარი მდგომარეობაა“ - ასტროლოგის გაფრთხილება