Digest Logo

„შენთანაც მოვიდა მიქელ გაბრიელი… ლეგენდა აღარაა! წავიდა, ვისი ვერც ფასი, ვერც სიღრმე, ვერც მასშტაბი და ვერც გენიალურობა ვერ გავაცნობიერეთ“ - მიშა გომიაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

1662999344
გომიაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი.

ის 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

გომიაშვილი მონაწილეობდა ქართულ მრავალეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში „ყავა და ლუდი“. ასევე ფილმებში „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)“ და „რენე მიდის ჰოლივუდში“.

მსახიობის გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული. მისი როლები განსხვავებული და გამორჩეული იყო. როგორც ამბობენ, ჩვენ მისი გენიალურობა ბოლომდე ვერ შევიცანით.

გომიაშვილს მეგობრები თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან და გულის ტკივილს გამოხატავენ:

„მიშა გომიაშვილი, რა ბედნიერება იყო მასთან მუშაობის პროცესი თავისი ექსესებით და შემდეგ კულისიდან მისი სმენა.

ახლა უფრო გული მწყდება... „სამოსელ პირველზე“ მეტი ბევრი რამ აქვს ამ ქვეყანას, რატომ იყო შეუძლებელი ამ პროექტის გამეორება, უკეთესი და ეროვნული რა აქვთ რეპერტუარში?“ - თეონა ჯორბენაძე.

„მშვიდობით მეგობარო 🖤“

„კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან! 💔

„წავიდა...
ვისი ვერც ფასი, ვერც შინაარსი, ვერც სიღრმე, ვერც მასშტაბი და ვერც გენიალურობა ვერ გავაცნობიერეთ...
უზომოდ მიყვარდა...
თუ ოდესმე თეატრში, ან კინოში დავბრუნდებოდი, მის გარეშე ვერ წარმომედგინა ვერც სპექტაკლი, ვერც კინო...პირველი და ერთადერთი, ვინც მახსენდებოდა,როდესაც მკითხავდნენ თუ ვინ იყო დღეს ყველაზე დიდი!
მის გარდა, მისებრი კიდევ ვინ?
აღარც არავინ!!! სიცარიელე დატოვა...
წავიდა...
ახლა,ისევ, ყველაფერი გვიანია...
კი, ჩვენ "კარგი" ქვეყანა არ ვართ!...
განსაკუთრებით ასეთი დიდებისთვის!
ძალიან დიდი ადამიანი წავიდა დღეს!
თ.ბ.“

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მარჯანიშვილის თეატრს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - რუსთაველის თეატრი.

„ლეგენდაავ - შენთანაც მოვიდა მიქელ გაბრიელი…
ჩემი ლეგენდა აღარაა. ჩემი ქართველობის ეტალონი. დიდება შენს სულს ლეგენდავ“, - ბაჩი კევლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇 

🔵9 ცოლი, გაჩერებული გული და სკანდალებით სავსე ცხოვრება - მიშა გომიაშვილის აქამდე უცნობი ამბები

🔵მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

🔵გული გამიჩერდა - რა დაემართა გომიაშვილს?