Digest Logo

სიმბოლური დატვირთვა, რომელიც სააღდგომო პასქის მიღმა იმალება

1775939118
პასქაპასქა

აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება. ამ ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას დიდი სამზადისი უძღვის წინ, ამ წუთებში ქრისტიანული სამყარო სააღდგომო სუფრის მზადებაშია ჩართული, წითელ პარასკევს წითლად შეღებილი კვერცხებისა და ლაზარეს შაბათს დათესილი ჯეჯილის გარდა, ჩვენს სუფრას კიდევ ერთი განუყრელი ატრიბუტი - პასქა ამშვენებს.

სააღდგომო პურს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელით იცნობენ: ხმიადი, არტოსი, კულიჩი და პასქა, თუმცა მათი სიმბოლური დატვირთვა მაინც საერთოა. ქართული პასქის წინამორბედად შეგვიძლია ებრაული ხმიადი მივიჩნიოთ, ეს უსაფუარო პური (ებრაელებს საფუვრის გამოყენება ეკრძალებოდათ) იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც გვხვდება. ქრისტიანულმა სამყარომ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა პურის ცხობის საუკუნოვანი ტრადიცია, თუმცა ის ქრისტეს ქადაგების თანახმად, მადლით - იგივე საფუვრით გაამდიდრა. 

თავად პასქის სახელწოდება ებრაული დღესასწაულიდან - პასექიდან მოდის.

პასქა, იგივე აღდგომის სარიტუალო პური აღდგომის სიხარულთან ერთად ზეციური საზრდოს სიმბოლოს წარმოადგენს. პასქის სიმაღლე გოლგოთის აღნიშნავს, რაც უფრო მაღალია პასქა, მით მძიმეა გოლგოთის გზა. სწორედ ამ დატვირთვის გამო, პასქას უამრავი ნუგბარითაც შეამკობენ ხოლმე: ქიშმიშითა და ცუკატებით.

XIX საუკუნის საქართველოში პასქას ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით აცხობდნენ, დიდი ქართველი კულინარის რეცეპტი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.   

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს იცოდით? - არის თუ არა სასარგებლო სააღდგომო კვერცხი

„შეუძლებელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა შინაგანი სიკვდილის გარეშე, თუ ამას ეწინააღმდეგები შედეგად მხოლოდ ნევროზსა და უკუსვლას მიიღებ“ - რამაზ გიგაური აღდგომის მისტერიულ აქტზე

პასკუალინა, ბაბკა, მაზურკა - სააღდგომო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში

წყარო: thediary.ge