Digest Logo

„სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს... არაფრით არ შეიძლება ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა: „თავი გაგიხმეს!“- რას ამბობს ფსიქოლოგი?

1675004784
ინგა გოჩელეიშვილი

ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი ამბობს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამის შესახებ ის „სხვა შუადღის“ ეთერში საუბრობს.

„სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ადამიანის გააზრებულობასთან არის კავშირში, რომ რამდენიმე წამით გააღოს პირი და თქვას სიტყვა საკუთარ თავზე ან სხვაზე. რაც უფრო გააზრებული და დაფიქრებული ხარ, რაც უფრო ნაკლებად იმპულსური, მით უფრო მეტად შეგიძლია ამის კონტროლი. საბედნიეროდ, ახლა სულ უფრო და უფრო იშვიათად მხვდება ფენომენი, როგორიც არის წყევლა. ბებოებს რომ აქვთ ასეთი გამართლება, მე თუ გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავსო, არ დაიჯეროთ. დედა და ბებია ის ადამიანები არიან, რომელთაგანაც გამოვიზარდეთ ფიზიკურად. ამ ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ბიოლოგიური და ენერგეტიკული კავშირი.

არაფრით არ შეიძლება ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა: „თავი გაგიხმეს!“ როდესაც ოჯახის წევრისგან მოდის წყევლა, ხდება ქვეცნობიერი დაპროგრამება. ძალიან ხშირად მსმენია გამოთქმა: „გაგიხმეს თავი!“ მერე ზრდასრული ადამიანი ავადდება ალკოჰოლიზმით. გასაგებია, რომ როგორც ფოთოლი ხმება, ისე არ უხმება ადამიანს თავი,“ – ამბობს ინგა გოჩელეიშვილი.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან

🔵ტრაგედია ანი გიუნტერის ოჯახში

🔵საუკუნის თაღლითობა, გაძარცული პენსიონერები, ციხე, 3 შვილი და სკანდალებში გახვეული მეუღლე - როგორ გახდა დავით კეზერაშვილი მულტიმილიონერი