მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით ინგლისური ენა სარგებლობს, მაგრამ შეიძლება ამ ენის უამრავი დიალექტი მოისმინოთ იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანას სტუმრობთ. მათ შორის არის, როგორც ადამიანის ყურისთვის სასიამოვნო, ასევე ისეთები დიალექტებიც, რომლებიც არც ისე სასიამოვნოა მოსასმენად.
ბრიტანელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი ენაა ყველაზე მიმზიდველი ადამიანებისთვის და რომელი იწვევს დადებით ემოციებს. ამისთვის ექსპერიმენტის მონაწილეებს მოასმენინეს ჩანაწერები, სადაც ცნობილი ადამიანები საუბრობდნენ სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა აქცენტით. მოსმენისას მკვლევარებმა გაზომეს მონაწილეთა გულისცემა. ის აქცენტები, რომლებზეც ყველას გული აქტიურად უცემდა, ყველაზე სასიამოვნო და მიმზიდველად იყო აღიარებული.
ექსპერიმენტში პირველი ადგილი აიღო იტალიურმა ენამ - როდესაც მონაწილეებმა მოისმინეს მონიკა ბელუჩისა და იტალიელი შეფ-მზარეულის ჯინო დაკამპოს გამოსვლა, მსმენელთა აბსოლუტური უმრავლესობის გულებმა ერთდროულად სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
ექსპერტები ამ შედეგს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ იტალიური ენა მელოდიურია და ასოცირდება გრძნობების დეკლარაციასთან და რომანტიკასთან. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს იტალიურად მოსაუბრე ადამიანი, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აკეთებს ამას.
თეორიას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იტალიური ენის შემდეგ არის პორტუგალიური და ფრანგული - ეს ენები ისეთივე ევფონიური და რბილია ადამიანის ყურისთვის, როგორც იტალიური. მათ საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას ბრიტანულ და ჰოლანდიურ ენებზე, რადგან ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა, ეს ენა აშკარად ხაზს უსვამს თანხმოვნებს და არა ხმოვნებს, რაც ქმნის უხეში და მკაცრი ენის ეფექტს.
ექსპერიმენტის შედეგად ყველაზე მიმზიდველი ენების სრული
რეიტინგი ასე გამოიყურება:
იტალიური - 23%
პორტუგალიური - 20%
ფრანგული - 18%
ბერძნული - 17%
ჩინური - 16%
იაპონური - 15%
გერმანული - 15%
ჰოლანდიური - 12%
ინგლისური - 10%
ჩვენდა გასაკვირად, ინგლისურ ენას მხოლოდ ბოლო ადგილი ერგო.v
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია