Digest Logo

🎥 „სპორტსმენი მწვრთნელმა უნდა დაარიგოს, როგორ მოიქცეს...მე ყველაფერი შევასრულე“ - ვახო ახობაძის კომენტარი მოწინააღმდეგის საქციელზე, რომელმაც პირჯვრის გადაწერის გამო დასცინა

1726136399
ვახო ახობაძე

„შეუზღუდავი შესაძლებლობები“ ასე ჰქვია youtube-ის არხზე პოდკასტს, რომლის სტუმარი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პარამკლავჭიდელი ვახო ახობაძე იყო. ადამიანი, რომელმაც საზოგადოების სიყვარული და მხარდაჭერა მალევე დაიმსახურა.

გადაცემაში ვახო ახობაძე მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე და კარიერის და თავად ამ ჩემპიონზე  საუბრობს. 

მან მის მოწინააღმდეგის ქცევის შესახებაც ისაუბრა გადაცემაში, რომელმაც ხელი არ ჩამოართვა და დამცინავი ღიმილით მიესალმა ვახო ახობაძეს.

„სამწუხაროდ, სპორტსმენი როცა გამოდის შეჯიბრებაზე, მწვრთნელმა უნდა დაარიგოს როგორ მოიქცეს რა უნდა და  რა არ უნდა გააკეთოს. 

მე ყველაფერი შევასრულე, რაც ირაკლი გამთენიძემ მითხრა და გავხდი ჩემპიონი. მეც არ მომეწონა მისი საქციელი პირჯვარი რომ გადავიწერე მან გაიცინა, შემდეგ კი როცა მოვიგე ბრახუნი დაიწყო მაგიდაზე, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას.

მინდა სულით და გულით, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი და თუ ასაკმა შემიწყო ხელი და არაფერი მეტკინა მე ვიბრძოლებ“, - ამბობს ვახო ახობაძე.

მან ასევე კომენტარი გააკეთა, აეროპორტში მის არა პომპეზურ დახვედრასთან დაკავშირებით, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი დახვდა.

„სხვებს არ ეცალათ ალბათ, ადრე იყო თან“,- დასძინა ახობაძემ.

როგორც იგი აღნიშნავს სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე ვარჯიშებს განაახლებს.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 შეუძლია თუ არა ნაყოფს დედის მუცელში ტირილი? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

⭕ 500 ცალი წითელი ვარდი და უამრავი ძვირად ღირებული საჩუქარი - მარიამ შუკაკიძე იუბილარია, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი?

⭕ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია, მომღერალი 83 წლის გახდა -„ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ!“