Digest Logo

🎥 „სურბსარქისის დროს დემონი ადამიანებს ითრევს ზღვაში...“ - რა კავშირშია მარილიანი კვერების ჭამა და ბედობის კვირა დემონთან, პარაფსიქოლოგის განმარტება

1739464184
მაია ყუფარაძე

პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ვალენტინობის დღესასწაულსა, ბედის კვირაზე და სურბსარქისის დღეზე ისაუბრა:

„სურბსარქისობა ქარს არ უკავშირდება, ეს არის წყლის სტიქია. ეს არის ზღვის დემონი თვითონ. თქვენთან და ზოგადად ხალხში სულ სხვანაირად არის გავრცელებული ინფორმაცია. და მინდა პირველად გავაჟღერო აქ. ეს არის წყლის დემონი და კიდევ კარგი რომ არ მძვინვარებს ზაფხულში. ითრევს სულებს, განსაკუთრებით ითრევს ხალხს. გემებზე ვინც ახლა მსახურობს უნდა იყვნენ ფრთხილად. რაც ხდებოდა ბერმუდის სამკუთხედში და ეს დემონი იტაცებს, სწორედ ამ პერიოდში არის გახშირებული. ავსულად აღიქმება, მაგრამ ეხმარება ქარის სტიქიაც.

არსებობს გამოსასყიდები სულებთან. სავსემთვარიანობას უკავშირდება ეს პერიოდი. მარილიან კვერს აცხობენ ზღვისა და წყლის პატივსაცემად, რადგან ზღვის წყალი მარილიანია. მე მაგ ღამეს მაგალითად ლენინი დამესიზმრა. ისე გავბრაზდი. მარილიანი კვერი ძალიან აწუხებს ადამიანს თან წყალი არ უნდა დალიო. ჩემთვის ეს ყველაფერი არა ღვთიურია, თუმცა მითოლოგიურ რაღაცებში ჭეშმარიტება მაინც. ინფორმირებული და ჩაციკლული წვებით. ძალიან ბევრს უთქვამს რომ ნახეს საბედო. ეს უფრო მედიტაციური განწყობაა.

ბევრი რიტუალი არსებობს საბედოს მოსაზიდად თუმცა ამ ყველაფერს არ უკავშირდება. შავ მთვარეზე დავიბადე, წარმატებული ვარ ბავშვობიდან თუმცა ფათერაკების მეფე ვარ, რადგან ეს ბნელი ძალა ახდენს გავლენას. როდესაც იღბალზე მოდის ადამიანი, ჯერ ჰოროსკოპს ვკითხულობ და ვპოულობ მის კარმაში დაზიანებას. ვნახულობ რა სასჯელით არის ადამიანი დაბადებული და რა ჯილდოთი. არსებობს მინიშნებები ყოველდღიურად, კარგავ რაღაცას ან გრჩება რამე - ამ მომენტში სამყარო გაცილებს რაღაც დიდს. გამგზავრების და გასვლის წინ სარკეში უნდა თქვა რომ დაგიცვას ღმერთმა.

იღბალი არის კარმა. ზოგი ამბობს, რომ ბედისწერა არ არსებობსო. ის ხუთი ბავშვი, ანგელოზი რომ დაიღუპა სამეგრელოში, როგორ? რა დანაშაული ჰქონდათ. ისინი ბედისწერაში მოჰყვნენ, თორემ სასჯელი კი არ ჰქონდათ იმ ბავშვებს ანგელოზები იყვნენ. ბებიაჩემი 105 წლის გარდაიცვალა ალბათ იღბლიანი იყო. იღბალი ქრება ხშირად. ამას ვეძახით ეზოტერიკოსები კარმულ გადანაცვლებას. ხშირად ხდება ისეც, რომ ადამიანები მიდიან მჩხიბავებთან, შავი მაგიის ხალხთან და მათ სთხოვენ დახმარებას. ის კიდევ ეკითხება - ვინ არის მათ გარშემო სამაგალითო და იღბლიანი. ეს შესაძლოა იყოს ბიძაშვილი, მამიდაშვილი, უახლოესი ადამიანები. არ აქვს გათვითცნობიერებული იმ ადამიანებს რას აკეთებენ, ეს მჩხიბავები კიდე სთხოვენ ამ იღბლიანი და კარგი ადამიანების ნივთებს, მაგალითად ფოტოს. ამიტომ ნაცვლდება კარმა და იკეტება კარგი ადამიანებისთვის. ფაქტობრივად ჯადოა, ბლოკავენ და კარმული გადანაცვლება ხდება ამ ადამიანზე, ვინც დახმარება ითხოვა. იმ კარგ ადამიანს კიდევ ეწყება უბედურობები. დაცვა არსებობს თილისმებით, პირველ რიგში კი დაცვა მოდის ღმერთიდან და ანგელოზებისგან. შურისგან მინახავს სამკაულები დაზიანებულა, ზედვე შემომასკდა ყველაფერი. ვცნობ ასეთ ადამიანებს“, - ჰყვება მაია ყუფარაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „შესაძლოა სწრაფად განვითარდეს რომანტიკული ურთიერთობები...“ - რა ტენდენციებს გვპირდება რეტრო ვენერა ვერძის ნიშანში, მედეა დოლიძის განმარტება

⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა

⭕ილონ მასკმა ტრამპთან ოფიციალურ შეხვედრაზე შვილი მიიყვანა