Digest Logo

„თამაში ასეთ ძლიერ სიმბოლოსთან არ შეიძლება, ეს ბევრ შრომას ჩაყრის წყალში. მომავალში შექმნის წარუმატებლობას“ - მიხეილ ცაგარელი რაგბის ნაკრებზე

1696231453
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელმა საქართველოს რაგბის ნაკრების წარუმატებელ თამაშებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ წილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ფედერაციამ სიმბოლო ბორჯღალი შეცვალა და გახადა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მავალი.

„მე როგორც ასტროლოგი და ყოფილი მორაგბე გული შემტკივა ბიჭების მიმართ, რადგან ყველაფერს დებენ, მაგრამ მოხდა ერთი რამ, რაც ძალიან არ მომწონს. იმედის გადაცემაში იყო იტალიასთან თამაშის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ წლების წინ რაზედაც ვიბრძოდი წლების განმავლობაში, რა მნიშვნელობა აქვს ბორჯღალს. ეს არის სიცოცხლის და წარმატების სიმბოლო. სიმბოლოსთან თამაში არ შეიძლება, ეს არის კოსმოსური სიმბოლო.

ქართველებმა ვიცოდით, რას ნიშნავდა ბორჯღალის საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ მოძრაობა.  საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობას იყენებდნენ მაშინ, როცა უნდოდათ რაღაცის წაშლა. ეკლესია იყენებს ამას. ამიტომ, შეიძლება ზოგიერთ ეკლესიაში დაინახოთ ბორჯღალი უკუმავალი, ეს არის იმისთვის, რომ ყველა შავი ენერგია წაიშალოს.

როცა ბორჯღალი გალაქტიკის მიმართულებით მოძრაობს, ამას მოაქვს წარმატება და უზარმაზარი ენერგია. მე ამას ვუხსნიდი ბატონ მერაბს, მაგრამ ვერ გაიგო თავის დროზე, არ აინტერესებდა. 

როცა ბიძინა გეგიძე გახდა რაგბის ხელმძღვანელი, ჩვენ ერთად ვთამაშობდით, მასაც დიდხანს არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ თანამდებობიდან წასვლის წინ, მან მაინც შეცვალა და დიდი საქმე გააკეთა. ჩვენი ბორჯღალი  გახდა მობილურად სწორი მოძრავი, რომელიც მორაგბეების სიმბოლო იყო. 2005 წლიდან, როდესაც ეს შეიცვალა, იქიდან გაიზარდა და გაუმჯობესდა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები. 

ამიტომ, ბორჯღალთან თამაში არ შეიძლება, ესაა დიდი სიმბოლო. იტალიასთან თამაშის დროს მქონდა საუბარი, რომელმაც უცებ აიღო და შეცვალა ბორჯღალი. გაგვიკეთა ის, რომ უკუმავალი გაგვიხადა. ვთხოვე და ვუთხარი, რომ ეს არ შეიძლებოდა.

დამპირდა, რომ უახლოეს მომავალში მოიწვევდა კონსილიუმს, გავიდა ნახევარი წელი და არავის არაფერი გახსენებია. ამას მოჰყვა იტალიასთან და უელსთან მოგება. კვართები ჰქონდათ სწორი, სანამ ამ კვართებზე სწორი გამოსახულება გვქონდა, წარმატება მაინც ჰქონდათ.

ახლა, მსოფლიო ჩემპიონატზე, მხოლოდ ლევან მაისაშვილის ლეპტოპზე იყო ბორჯღალი სწორად გამოსახული. დანარჩენი, ყველაფერი არის უკუმავალი, რაც ნიშნავს, რომ წამოვიდა უარყოფითი ენერგია. ჩვენს ბიჭებს ექნებათ წარუმატებლობის ფაქტორები.

მე ვამბობ, რომ თამაში ასეთ ძლიერ სიმბოლოსთან არ შეიძლება, ეს ბევრ შრომას ჩაყრის წყალში. ეს განაპირობებს მომავალში ქართული რაგბის პრობლემებს, რაც მალე შეიცვლება მით უკეთესი იქნება ჩვენი რაგბისთვის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილე! მოერიეთ თქვენს შიშებს და აზრებს“ - კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„მნიშვნელოვანი გეგმები, შეხვედრები და მოლაპარაკებები უნდა გადადოთ, რადგან პოზიტიური შესაძლებლობები მცირდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ჩვენი სიამაყე ხარ“ - ოთო ბაზერაშვილის მიერ შესრულებული „მუხამბაზი თბილისს“