Digest Logo

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7 ქალი, ვისაც რომის პაპთან თეთრ კაბაში გამოჩენა შეუძლია?

1713986491
რომის პაპი რომის პაპი

რომის პაპთან შეხვედრა ეტიკეტის უამრავ წესს და ვალდებულებას მოიცავს. მაგალითად, მსოფლიოში მხოლოდ შვიდ ქალს შეუძლია პაპთან შეხვედრისას თეთრი კაბა ჩაიცვას, დანარჩენებს ეს კატეგორიულად ეკრძალებათ. 

მრავალსაუკუნოვანი პროტოკოლის თანახმად, რომის პაპთან შეხვედრის დროს მამაკაცი შავ პიჯაკსა და კლასიკურ, შავ ჰალსტუხში გამოწყობილი უნდა იყოს, ქალს კი შავი, გრძელსახელოებიანი კაბა უნდა ეცვას და შავი თავსაბურავი ეხუროს, რომელიც თავსა და მხრებს დაფარავს.

რატომ შავი? ითვლება, რომ ეს ფერი სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის სიმბოლოა, ამიტომ პაპთან შეხვედრისთვის ყველაზე შესაფერისია. ამასთან, სასურველია, ქალმა სამკაულებიდან მხოლოდ ყელსაბამი შეიბას. ვარცხნილობაც მოკრძალებული უნდა იყოს. გრძელი თმის მქონე ქალებისთვის აუცილებელია აწეული თმა.

ნაკლებად ოფიციალური შეხვედრების დროს, გათვალისწინებულია იგივე წესები, რაც ეკლესიაში:

ქალებისთვის მუხლს ქვემოთ კაბა ან გრძელი შარვალი. იკრძალება დეკოლტე. დასაშვებია შავი, ან მუქი ფერის ფეხსაცმელი და წინდა, მცირე ზომის მოკრძალებული ხელჩანთა, ფრჩხილებზე ნატურალური ფერის ან გამჭვირვალე ლაქი.

მამაკაცებისთვის გრძელი შარვალი, პერანგი ან მხრებდაფარული მაისური.

ისტორიის მანძილზე სულ რამდენიმე ქალია, ვისაც განსაკუთრებული სტატუსი უფლებას აძლევდა, რომ პაპთან დრეს-კოდისთვის გვერდის ავლით, თეთრი სამოსით გამოცხადებულიყო.

„თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობის უფლება მხოლოდ უმაღლესი რანგის კათოლიკე მონარქებს და მათ მეუღლეებს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ იშვიათ შემთხვევებში ადამიანს ამ პრივილეგიის მიღება შემოწირულობის გზით შეუძლია, რომლის ოდენობა, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია.

ვნახოთ, ვინ შედის პრივილეგირებულ ქალთა შვიდეულში:

7. ნეაპოლის პრინცესა - მარინა

ნეაპოლის პრინცესა მარინა და მისი ვაჟი, პრინცი ემანუელ ფილიბერტო სავოია მიესალმნენ რომის პაპ იოანე პავლე II-ს წმინდა პეტრეს მოედანზე 2003 წლის 18 მაისს, წმინდანად შერაცხვის ცერემონიის დროს. ნეაპოლის პრინცესა მარინა „თეთრი პრივილეგიით“ სარგებლობს, როგორც სავოიელების დინასტიის წარმომადგენელი.

6. ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია - მარია ტერეზა

ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგინიამ თავისი უპირატესობით 2016 წელს ისარგებლა, როდესაც მეუღლესთან, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ერთად ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკის სანახავად ჩავიდა.

5. ბელგიის დედოფალი - მატილდა

ბელგიის დედოფალი „საპატიო შვიდეულის“ წევრია. 2015 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ, ბელგიის მეფე ფილიპმა რომის პაპის, ფრანცისკეს მონახულება გადაწყვიტეს, მატილდამ ვიზიტისთვის ელეგანტური თეთრი კაბა შეარჩია.

4. ესპანეთის დედოფალი - სოფია

განსაკუთრებული უფლებით ესპანეთის ყოფილი დედოფალი სოფიაც სარგებლობდა. 2014 წელს ის, თავისი მეუღლის, ესპანეთის მეფე ჯონ ჩარლზ I-ის გვერდით, რომის პაპ ფრანცისკეს ქათქათა თეთრ სამოსში შეხვდა.

3. ბელგიის დედოფალი - პაოლა

ბელგიის დედოფალი პაოლა რომის პაპს ბევრჯერ შეხვდა, თუმცა „თეთრი პრივილეგია“ მხოლოდ რამდენჯერმე ისარგებლა. მაგალითად, 2014 წელს, რომის პაპ ფრანცისკესთან მიღებაზე მას თეთრი კაბა ეცვა და მაქმანებიანი თავსაბურავი ეხურა.

2. მონაკოს პრინცესა - შარლენ ვიტსტოკი

მონაკოს პრინცესა შარლენი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, ვისაც პაპთან აუდიენციისთვის თეთრი სამოსის შერჩევა შეუძლია და ამ შესაძლებლობით 2016 წელს ისარგებლა.

1. ესპანეთის დედოფალი - ლეტიცია

ესპანეთის დედოფალმა „თეთრი პრივილეგიით“ 2014 წელს ისარგებლა, როდესაც, მეუღლესთან ერთად, რომის პაპი ფრანცისკე მოინახულა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წლების წინათ ერთ დიდმოხელეს ვაჩუქე... ყველას მაგიდაზე უნდა იდოს“ - რას წერს გოგა ჩანადირი

„ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია“ - გელა ზედელაშვილი

🎥 „შვილი გააჩინა, ჩადგა ფორმაში და კლუბიდან არ გამოსულა“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე 20 წლით უმცროს ყოფილ ცოლზე